კომპანია დირსის შესახებ, “დრონი.ჯი”-ს მიერ მომზადებულმა სტატიამ კომპანიის სუსტ მენეჯმენტს მორიგი შეცდომა დააშვებინა.
დირსის PR და მარკეტინგის მენეჯერების არაკვალიფიციურმა და ჩამოუყალიბებელმა პასუხმა კი, კიდევ ერთხელ გადაგვაწყვეტინა მოვამზადოთ სტატია ლამის რუსთავში მდებარე კომპლექსის თაობაზე, რომელიც სულ უფრო და უფრო რჩება მომხმარებლის ყურადღების მიღმა.
“დირსი – მოლოდინზე ნაკლები, მაღალი ფასი და უხარისხო რემონტი“, – ეს სტატია ჩვენს საიტზე 14 ნოემბერს გამოქვეყნდა. სტატიაში საუბარი იყო მომხმარებლის თვალით დანახულ იმ რეალობაზე, რომელიც მომხმარებლის აზრით, დირსის სარეკლამო ტექსტებისგან საკმაოდ განსხვავდება.
სტატიას დიდი რეზონანსი მოჰყვა, დაიწერა უამრავი კომენტარი, სადაც მკითხველები კომპანიის მიმართ თავის დადებით თუ უარყოფით პოზიციას აფიქსირებდნენ.
დადებითი კომენტარების ავტორი კი, დირსის სხვადასხვა სახელით მპოსტავი ერთი თანამშრომელი იყო, აიპით: 49.95.104.69.9
თუმცა, სტატიას ოფიციალური გამოხმაურებაც მოჰყვა.
კერძოდ, დირსის წარმომადგენელმა, დრონი.ჯი-ს მარკეტინგის მენეჯერს დაურეკა და სთხოვა, კომპანიის პოზიციის გაცილებით ვრცლად დაფიქსირება, რაც ცხადია, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე შევასრულეთ.
ამავე დროს, დირსის წარმომადგენელმა მარკეტინგის მენეჯერს სთხოვა სარეკლამო შეთავაზების მომზადება შემდგომი თანამშრომლობისათვის.
თუმცა, როგორც ჩანს, მას სხვა ჩანაფიქრი ჰქონდა – როგორმე „შეეგროვებინა მტკიცებულებები“ კომპანიის უსუსურობის გასამართლებლად და მედია-ორგანიზაციის რეპუტაციის შესალახად.
შესაბამისად, უნიჭო, უხარისხო და საკუთარ უფროსობაზე გათვლილი პასკვილიც გამოცხვა, სადაც უამრავი სიცრუისა და ცილისწამების პარალელურად, ჩვენი ორგანიზაცია დაადანაშაულეს.
არადა, დირსის წარმომადგენელი თავად გვირეკავდა და სთხოვდა ჩვენს მარკეტინგს, როგორც სტატიაში კორექტივების შეტანას მეტი სიცხადისათვის, ისე სარეკლამო შეთავაზების მომზადებას შემდგომი თანამშრომლობისათვის.
ახლა კი, გთავაზობთ ბლოგის ამონარიდს, რომელიც დრონი.ჯი-ზე 14 ნოემბერს, დირსის მიმართ სტატიის მომზადების საფუძველი გახდა.
„1) პირველი დიდი იმედგაცრუება – გაგიკვირდებათ და აღმოჩნდა ისევდა ისევ ფასი. როგორც კომპანიის გაყიდვების სამსახური არეკლამებდა, ეს უნდა ყოფილიყო კვადრატული 900$, თუმცა ადგილზე მისულებს და შჰოწ როომ–ებით მოხიბლულებს, გაყიდვების მენეჯერმა გამოგვიცხადა, რომ თურმე აღნიშნულ ფასად შეგვეძლო გვესარგებლა მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ მთლიან საფასურს გადავიხდიდით ერთჯერადად ან მაქსიმუმ დავფარავდით დავალიანებას პროექტის დასრულებამდე (თუ ერთი წლის მანძილზე).
სხვა დანარჩენ შემთხვევაში ფასები ინდივიდუალურად, პროგრამის გათვალისწინებით დგებოდა და ასე, ჩვენს მიერ მოწონებულ კორპუსში,პარკთან ახლოს, ოროთახიანი ბინის კვადრატულის ფასი გამოვიდა დაახლოებით 1044 დოლარი, ხოლო სამოთახიანის – დაახლოებით 1071დოლარი (ჩემი ბინა თვალსა და ხელს შუა გამიძვირეს დაახლოებით20 000$–ით).
მტკვრის სანაპიროზე, პირველივე რიგში კიდევ უფრო ძვირი ღირს ფართები.გაოცება და იმედგაცრუება ვერ დავმალე და პირდაპირ ვკითხე კომპანიის წარმომადგენელს, თუ რატომ ავრცელებნ ცრუ ინფორმაციას რეკლამაში და რატომ არ დებენ აქციის რეალურ პირობებს?
მიპასუხეს, რომ თურმე ფასი იწყება 900$–იდან და არა 900$–ად.
პირველი შთაბეჭდილებით იმდენად უკმაყოფილო ვიყავი, რომ საერთოდ აღარ მინდოდა საუბრის გაგრძელება, თუმცა რადგან ადგილზე ვიყავი მისული, მაინც ბოლომდე გავარკვიე ყველაფერი.
მოგვიანებით, როცა სახლში დავბრუნდი, გზად დავაკვირდი ყველა ბილბორდს, სადაც დიდი ასოებით კვლავ ეს 900$ მეჩრებოდა თვალში,ასევე არ დავიზარე და გადახვევით ვუყურე დილის გადაცემას იმედის რადიოში, სადაც კომპანიის გაყიდვების სამსახურის უფროსი რამდენჯერმე იმეორებს რომ ნამდივლად 900-ად არის კვადრატული და წამყვანის შეკითხვაზე, ერთბაშად ბინის მთლიანი ღირებულების გადახდის შემთხვევაში მყიდველი თუ მიიღებს რაიმე დამატებით შეღავათს, პასუხი იყო, რომ ბინა ისედაც 5 წლიანი განავდებით იყიდება კვადრატული 900-ადდა მეტ შეღავათებს ვეღარ გააკეთებს კომაპნია.
2) მეორე დიდი იმედგაცრუება – აღმოჩნდა, რომ რემონტი არის მთლიანად კომპანიის დიზაინერების საქმე და წინდაწინ შენ არაფერს გითანხმებენ, არც რაიმე ვარიანტს გთავაზობენ ასარჩევად.
ანუ დიზაინერი გადაწყვეტს, როგორი სტილით გაგიკეთოს სამზარეულო და შენ ამის შესახებ შეიტყობ მაშინ, როცა გასაღებს გადაატრიალებ და შეხვალ ახალ ბინაში.
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე, თუ 105 000$ გადავიხდი ბინაში, ნამდვილადარ მომინდება იქ დამხვდეს მთელი რიგი სიურპრიზები.
კომპანიის წარმომადგენელს ზუსტად ასე ვკითხე: „გამოდის რომ მე არ მეცოდინება რა დამხვდება ან როგორი იქნება ჩემი ბინა შესახლებამდე?“ დამან მიპასუხა „დიახ“.
3) მესამე იმედგაცრუება – ფეისბუქზე აღნიშნული აქციის პირობებში მითითებული იყო რომ საჩუქრად კომპანია სხვა ტექნიკასთან ერთად გაძლევდა სარეცხ მანქანასაც, ეს უკანასკელი შჰოწ როომ–შიც იყო წარმოდგენილი, თუმცა როგორც დეტალების გარკვევის შემდეგ აღმოვაჩინე, ეს პირობა კომპანიას შეუცვლია და სარეცხი მანქანა საჩუქრების სიიდან ამოუღიათ, თუმცა რატომღაც ყველას გადაავიწყდა მისი ამოღება სარეკლამო პოსტებიდან.
4) მეოთხე, ნუ მთლად იმედგაცრუებას ვერ დავარქმევ მაგრამ მაინც –მოწყობილი ინფრასტრუქტურის გადასახადი კვადრატულზე 0,4-0,5 თეთრი ყოფილა, რაშიც შედის კონსიერჟი სადარბაზოში, უსაფრთხოების სათვალთვალო ვიდეო-კამერები და სხვა დამატებითი სერვისები, ეს თავისთავად ცუდი ფაქტი არაა, მაგრამ ცუდია ის, რომ მე რომ არდავინტერესებულიყავი მექნებოდა თუ არა რამე დამატებითი გადასახადები კორპუსში ცხოვრებისას, კომპანიის წარმომადგენელს თავში აზრად არმოსვლია გავეფრთხილებინე ამის შესახებ.
ეს თანხა შეიძლება დიდი არაა, ბინის ფართიდან გამომდიანრე 30-50ლარია, მაგრამ დამეთანხმებით, ზოგჯერ ყოველ თეთრს მნიშვნელობა აქვს.
5) მეხუთე ნეგატივი – გარანტია რემონტზე და ტექნიკაზე 2 წელი. ნუ ტექნიკა გასაგებია, მაგრამ რემონტი?
აი სულ ესაა, რაც ამ ეტაპზე მახსენდება, მე გადავიფიქრე ბინის შეძენა, შენწინ გაქვს არჩევანი.
შეიძლება რეალურად, ბაზარზე არსებულ ფასებთან და პირობებთან შედარებით, “დირსი” მართლაც ძალიან მისაღებ პირობებს გვთავაზობს, მაგრამ ჩემში ეჭვს იწვევს ტყუილით დაწყებული ურთიერთობები“, – ვკითხულობთ ნინიკოს ბლოგში სათაურით: DIRSI – WHY NOT ანუ კვადრატული 900$–ად?
ამ ბლოგის ნახვის შემდეგ, ჩვენი ჟურნალისტი დირსის წარმომადგენელს დაუკავშირდა დეტალების გასარკვევად, სადაც ცხადად გვითხრეს რომ ბინის ყიდვისას მომხმარებელს არა მაღალი დონის, არამედ საბაზისო რემონტი დახვდება და “შპალერის” იმედი არ უნდა ჰქონდეს.
P.S: მედია-ორგანიზაციებთან ბრძოლას, დირსის მენეჯმენტს ვურჩევთ საკუთარ ხისტ პოლიტიკას გადახედოს, დაიქირავოს კვალიფიციური და კომპეტენტური თანამშრომლები და გააუმჯობესოს ხარისხი იქ, სადაც ბინის შეძენა მართლაც რომ დიდი სიგიჟეა – ჩვენი აზრით.
კომპანიას ასევე ვუსურვებთ რომ მოაგვაროს ურთიერთობები მუშებთან, რომლებმაც დიდი შრომა გასწიეს კომპლექსის ასაშენებლად, თუმცა, მათი მოთხოვნები დღემდე არ არის სრულად დაკმაყოფილებული.
წყარო: http://pia.ge/post