დილემა ჩცდ-ში, სად წავა კუბო – “ურნაში ვერ ჩატიენ”

ტელესერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” კვაზი მანტკავას მეუღლე ნინო ერისთავი თავისი წარსულის გამო, “სასიკვდილოდ გაწირეს”. კვაზის ნათესავის და ერთ-ერთი წამყვანი პერსონაჟის, გრიშა კაკაჩიას გადაწყვეტილებით, ნინო ერისთავი ყოველგვარი სკანდალის გარეშე უნდა ჩამოცილებულიყო კვაზის. ამისთვის კი, მისი სიკვდილის გათამაშება გახდა საჭირო. თუმცა, რამდენად კარგად დაიგეგმა მისი “დაკრძალვის” ამბავი, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. საბოლოოდ, ნინო ერისთავის კუბო ნაგვის ყუთში აღმოჩნდა, რამაც გარკვეული ეჭვები კვაზი მანტკავას არაკეთილმოსურნეებში უკვე გააჩინა.

სოციალურ ქსელში კი, ამ ყველაფერს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა და ბევრი ვერსიაც გაჟღერდა, -აეხდება თუ არა ფარდა სიმართლეს?!

კომენტარები

სხვა სიახლეები