დიზაინერმა დაბალი ადამიანებისთვის სპეციალური სათვალე შექმნა

ლონდონელმა დიზაინერმა, დომინიკ ვილკოქსმა შექმნა სათვალე, რომელიც მუსიკალურ ფესტივალებზე სულ მალე ყველაზე მოთხოვნადი ნივთი შეიძლება, გახდეს.
მაშინ, როდესაც მაღალი ადამიანების გარემოცვაში მუსიკალური კონცერტის თვალის დევნება ხშირად პრობლემას წარმოადგენს, სათვალე მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მის გარშემო მიმდინარე მოვლენები, დაახლოებით, 30.5 სანტიმეტრით მაღლიდან დაინახოს.
დიზაინერს იდეა მაშინ დაებადა, როდესაც ერთ-ერთ მუსიკალურ კონცერტზე ყოფნისას შეამჩნია, თუ როგორ იტანჯებოდნენ დაბალი ადამიანები.
ჯერჯერობით, ასეთი სათვალე არ იყიდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები