დიზაინერი პატრიკ-ლუი ვიტონი გარდაიცვალა

ცნობილი დიზაინერი, პატრიკ-ლუი ვიტონი, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ Tellerreport-ი წერს. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

იგი სავაჭრო სახლ Louis Vuitton-ის დამაარსებლის შვილიშვილი იყო და კომპანიაში მუშაობა 1973 წელს დაიწყო, რითაც ოჯახური ტრადიცია გააგრძელა.

ბრენდის ისტორია კი 1854 წლიდან იწყება. ის ლუი ვიტონმა დააარსა და მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული მოდის სახლია.

Louis Vuitton მსოფლიოს 50 ქვეყანაში მოღვაწეობს და 460-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები