ინგრედიენტები:
შავი შოკოლადი – 200 გრ,
კარაქი – 150 გრ,
ვანილი – 1 ჩ/კ,
კვერცხი – 4 ცალი,
ფქვილი – 100 გრ,
კაკაო – 1,5 ს/კ,
კაკალი – 100 გრ,
შაქარი – ½ ჭიქა.
მომზადების წესი: ღუმელი 180 გრადუსამდე გავახუროთ. შოკოლადი და კარაქი ცეცხლზე გავადნოთ. შემდეგ შაქარი, ვანილი და კვერცხი დავუმატოთ და კარგად ავურიოთ ერთმანეთში. მიღებულ მასას ფქვილი, კაკაო და კაკალი დავუმატოთ. ცომი ფორმაში ჩავასხათ და ღუმელში 20-25 წუთით მოვათავსოთ.