ბრიტანელმა დიეტოლოგებმა იმ პროდუქტების სია შეადგინეს, რომელთა მოხმარებაც ადამიანებს არამარტო გააბედნიერებს, არამედ ბევრი, მათ შორის ქრონიკული, ავადმყოფობისგან იხსნის.
როგორ უცნაურადაც არ უნდა ჩანდეს, პირველ ადგილს სასარგებლო პროდუქტების სიაში ნიახური და მიწის თხილის კარაქი იკავებს.
საკმაოდ გავრცელებული მწვანილი აპიგენინს შეიცავს – ნივთიერებას, რომელიც ორგანიზმზე პრაქტიკულად ისე მოქმედებს, როგორც ანტიდეპრესანტი. ითვლება, რომ აპიგენინი ხსნის სტრესს და შფოთვას, ასევე, აქვს დამამშვიდებელი ეფექტი. მიწისთხილის კარაქი კი თავის მხრივ, შეიცავს ტვინის აქტიური მუშაობისთვის აუცილებელ ცხიმებსა და ცილებს.
ამას გარდა, მარგებელი პროდუქტების სიაში შევიდა მისო–სუპები და მანგო, ავოკადო, კვერცხი, თხილი კეშიუ, კრეკერები, მოთუშული ხორცი, სოუსი კარი, შოკოლადი და სალათის ფურცლები.
დიეტოლოგები აღნიშნავენ, რომ ამ პროდუქტებისგან შემდგარი დიეტის დაცვისას, როდესაც ყოველდღე საკვებად კონკრეტული პროდუქტები გამოიყენება, ორგანიზმი თვითრეგულაციის და თვითგაწმენდის შესაძლებლობას იღებს. ასევე, ამ დროს უმჯობესდება ტვინში სისხლის მიმოქცევა, მეტაბოლიზმი კი დაბალანსებულ დონეს აღწევს.
სხვა სიახლეები