ახალი კანონი, რომელიც დიდ ბრიტანეთში ამოქმედდა, ზრდასრული მომხმარებლებისთვის განკუთვნილი საიტების მეპატრონეებს, სტუმრების მკაცრ კონტროლს ავალდებულებს.
პორნოსაიტებზე შესვლა სპეციალური საშვებით იქნება დაშვებული. ინგლისში ასეთი წესი ციფრული ეკონომიკის შესახებ კანონთან ერთად ამოქმედდება. რადგან, საშვების მეშვეობით პორნოსაიტებზე შესვლის ნებართვის მისაღებად საჭიროა ვინაობის იდენტიფიცირება, იყო რისკი, რომ ადამიანების პირად მონაცემებზე წვდომა მომხდარიყო. ამიტომ მთავრობამ უფრო ანონიმური მეთოდი ამჯობინა-ბილეთი კოდით გაიყიდება საგაზეთო ჯიხურებში პასპორტის ან მართვის მოწმობის წარდგენის შემდეგ.
ბილეთის ფასი 10 ფუნტ სტერლინგია. ასევე არსებობს ალტერნატიული ვარიანტები, ეს ფიჭური კავშირის ოპერატორთან არსებული მონაცემებით ავტორიზაციაცაა. კანონის ძალაში შესვლის თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.
სხვა სიახლეები