დიდი ბრიტანეთის 2 წლის პრინცი ჯორჯი პოლიციის მოტოციკლით გაასეირნეს. ამის შესახებ უცხოური მედია იტყობინება. ჯორჯის გვერდით დედამისი, ქეით მიდლტონი იდგა, მოტოციკლის ათვისებაში კი ბიჭს 4 ოფიცერი ეხმარებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ სცენას კენსინგტონის სასახლის მახლობლად მყოფი 300-400 ადამიანი ადევნებდა თვალს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასეირნება 29 წლის წინ პოლიციელებმა ჯორჯის მამას, ბიძას – უილიამს და ჰარის მოუწყვეს.
სხვა სიახლეები