დიდებული ევროპა, მშვენიერი აღმოსავლეთი და ყველა დროის ულამაზესი ქართველი ქალები

ფერწერაში, მოდის ინდუსტრიასა და კინემატოგრაფიაში დღემდე შემორჩა ქართველ ქალთა სახეები, რომლებიც გამოირჩევიან მომაჯადოვებელი სილამაზით. მართალია, სილამაზის აღქმა სუბიექტური რამ გახლავთ, მაინც გავბედეთ, გამოგვერჩია რამდენიმე ქართველი ქალბატონი, რომლებიც, მართლაც, განსაკუთრებული მშვენიერებით იყვნენ და არიან აღბეჭდილნი.

ეკატერინე ჭავჭავაძე

ეკატერინე ჭავჭავაძის სილამაზესა და მშვენირებაზე, მის განათლებასა და კულტურაზე მისი თანამედროვეები ბევრს ლაპარაკობდნენ. თავადის ასული ნიკოლოზ ბარათაშვილის მუზა გახლდათ. მიუხედავად პოეტის დიდი სიყვარულისა, ბედის უკუღმართობის თუ სხვა მიზეზის გამო, ეკატერინე სამეგრელოს მთავარ დავით დადიანზე 1838 წელს დაქორწინდა და საცხოვრებლად ზუგდიდის სასახლეში გადავიდა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ თავადის ქალს პეტერბურგში, შემდეგ კი ევროპაში მოუწია გადასახლება.

მერი შერვაშიძე

9b10e3ae86022129504366aa746ce2b3

საუცხოო სილამაზით განთქმული ქართველი არისტოკრატი ქალბატონი, გადმოცებით გალაკტიონ ტაბიძის მუზა, 1921 წელს სტამბოლში სილამაზის მსოფლიო კონკურსის გამარჯვებული და კოკო შანელის მოდელი გახლდათ.
რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ II საქართველოში ჩამოსვლამდე იცნობდა ქართველ ქალბატონებს. პეტერბურგში მერი შერვაშიძის ნახვისას იმპერატორს განცვიფრება ვერ დაუმალავს: “რა მშვენიერებაა, ასეთი სილამაზე მომაჯადოებელია!” მერი შერვაშიძე მალე იმპერატორის დედის საპატიო ფრეილინა გახდა.

მერის მამა, გენერალ-მაიორი პროკოფი შერვაშიძე იყო აფხაზეთის მთავარი და აგრეთვე რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი და ამიტომაც ისინი სანკტ-პეტერბურგში გადასახლდნენ, სადაც მერი იმპერატრიცას ფრეილინა გახდა. პროკოფი შერვაშიძის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახი, ძირითადად, ქუთაისში ცხოვრობდა.

გალაკტიონმა მერი პირველად ქუთაისში  ქუჩაში მიმავალი ნახა და ძალიან მოეწონა. რამდენიმე ხნის შემდეგ კი მერის ფოტო ადგილობრივ გაზეთში აღმოაჩინა და. მერი სწორედ ამ სურათიდან გაიგო პოეტმა მისი ვინაობა. საინტერესოა, რომ გალაკტიონს არ უყვარდა ამ საკითხზე ლაპარაკი, თუმცა ყოველთვის აღიარებდა რომ მუზა “მერი” არ იყო გამოგონილი.

ნატო ვაჩნაძე

9cfa778793237a8b9f7a77b22d673697

ნატო ვაჩნაძე (ქალიშვილობის გვარია ანდრონიკაშვილი) 1904 წელს, ვარშავაში, ძველი არისტოკრატიული ჩამომავლობის მამისა და პოლონელი დედის ოჯახში დაიბადა. თავის დროის ულამაზესი ქალი საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავად 1920-30-იან წლებში იქცა. მისი კარიერის მწვერვალზე საბჭოთა კინომ მას ჰოლივუდის სტილის ბრწყინვალება და დიდება მოუტანა. თავისი გარეგნობისა და არტისტულობის წყალობით იგი დამსახურებულად იქცა ქართული კინოს ლეგენდად. ნატო ვაჩნაძე 1953 წელს ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ის ცნობილი ქართველი რეჟისორების – ელდარ და გიორგი შენგელაიების დედაა.

დოდო ჭიჭინაძე

00e5c30c6c8153f04b34c49fcad8b2e4

4a69c246cb3caf41e59d670eea9269b4

e702482a7a1e2e1a053aba1b0a680983

საქართველოს სახალხო არტისტი თამარ (დოდო) ჭიჭინაძე 1924 წლის 28 დეკემბერს ქუთაისში დაიბადა. მსახიობის მამა ვასილ ჭიჭინაძე 1924 წლის აჯანყების მონაწილე იყო და ქაქუცა ჩოლოყაშვილს კარგად იცნობდა. მას შემდეგ, რაც აჯანყების მონაწილეთა მასობრივი დახვრეტები დაიწყო, ჭიჭინაძეების ოჯახი კახეთში გადასახლდა და რეპრესიებს სასწაულებრივად გადაურჩა.

წარმატებული სამსახიობო კარიერის მიუხედავად, დოდო ჭიჭინაძის პირადი ცხოვრება არ აეწყო. მსახიობმა ცხოვრების მეგზური ოჯახის რჩევის საწინააღმდეგოდ შეარჩია, თუმცა მალევე ნიშნობა ჩაშალა და დიდხანს მარტო ცხოვრობდა. 40 წელს გადაცილებული გახლდათ, როცა ცხოვრება მართლმადიდებლურად მონათლულ თურქ ქართველს, ცნობილ ინჟინერს, მუზ-იღლის დაუკავშირა.

დიდი სურვილის მიუხედავად, მსახიობს შვილი არასოდეს ჰყოლია. ხანდაზმულობის პერიოდში მიწისძვრით დაზიანებულ სახლში ცხოვრობდა და ამ სახლში რამდენიმე წელი ლტოლვილებიც ჰყავდა შეფარებული. პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დოდო ჭიჭინაძეს “საქართველოს მშფოთვარე ჭირისუფალი” უწოდა.

“მეოცე საუკუნის 50-იან წლებში რომის პაპმა იოანემ ქართველი ქალის დამახასიათებელი ტიპაჟის ფოტოპორტრეტი მოითხოვა (ის სხვადასხვა ქვეყნების ტიპურ სახეებს აგროვებდა). მას მედეა ჯაფარიძის, ლიანა ასათიანის, ლია ელიავასა და დოდო ჭიჭინაძის სურათები გაუგზავნეს. პაპს აღფრთოვანება ვერ დაუმალავს ოთხივეს სილამაზით და უთქვამს: ესენი (მედეა ჯაფარიძე და ლია ელიავა) – დიდებული ევროპაა; ო, ეს (ლიანა ასათიანი) – მშვენიერი აღმოსავლეთი; აი, ეს სახე კი (დოდო ჭიჭინაძე), მგონი, მართლაც, ქართულიაო”.

მედეა ჯაფარიძე

მედეა ჯაფარიძე 1923 წლის 20 მარტს თბილისში დაიბადა. 1942 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი იყო. იშვიათი სილამაზისა და შინაგანი ხიბლის მქონე მსახიობი ბრწყინვალე ოსტატობით ქმნიდა თავის გმირებს.

“დღეს, როცა კაცობრიობის მშვენიერებას ამდენი საშიშროება ემუქრება, ბედნიერებაა, ხედავდე ისეთ ადამიანს, როგორიცაა მედეა ჯაფარიძე, რომლის შემოქმედებითი ნიჭი, სულიერი და ფიზიკური მშვენიერება მაღალი იდეალებისკენ მიიწევს და მისი შემხედვარე თითქოს შენც მაღლდები”, – განაცხადა იტალიელმა სცენარისტმა ტონინო გუერამ.

ლიანა ასათიანი

3fe100781b25764912e2a78c715c052a 081b48c25044793012ca6541fae35fa0

ულამაზესი ქართველი მსახიობი, რომელმაც არაერთ ფილმში  მიიღო მონაწილეობა. ის გარეგნობითა თუ სამსახიობო ოსტატობით მსოფლიო ვარსკვლავებს არ ჩამოუვარდებოდა.  მსახიობი 2014 წელს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლეილა ყიფიანი

9333ee2856eb54ac27df8dd9923403a3

78c0b9af7bcc3afb8ae070248208e7a8

ლეილა ყიფიანი 1947 წლის 16 ივლისს, ლანჩხუთში დაიბადა. 1971 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა არაერთ ფილმში გადაიღეს.
“ღიმილის ბიჭების” გადასაღებ მოედანზე გაიცნო მომავალი მეუღლე – ცნობილი პოეტის, პეტრე გრუზინსკის ვაჟი ნუგზარ ბაგრატიონი. წყვილი 1971 წელს დაქორწინდა. ჯვარი სვეტიცხოვლის ტაძარში დაიწერეს.
ჰყავთ ნუგზარ ბაგრატიონსა და ლეილა ყიფიანს ორი შვილი ჰყავთ – ბატონიშვილები ანა და მაია.

ლია ელიავა

5dea9bafee66a106eefde61f3ad822bc

d65087519b4d244c2aef2e9b9a3c6e23


მსახიობი 1934 წლის 28 მაისს, თბილისში დაიბადა. ლია ელიავამ 30-ზე მეტ ფილმში ითამაშა და მაყურებელს თავი სილამაზითა და ნიჭიერებით დაამახსოვრა.

70-იანი წლების პოლონური ჟურნალის “ეკრანის” საახალწლო გარეკანს ლია ელიავას ფოტო ამშვენებდა. ქართველი მსახიობი წლის ულამაზეს ევროპელ მსახიობ ქალად და წლის სახედ დასახელდა.

“ბავშვობაში ძალიან ცელქი ვიყავი, თუმცა კითხვა მიყვარდა. კინო და თეატრი თავიდანვე მიზიდავდა. მე და ჩემი თანატოლები ქუჩაში ჩვენს კინოვარსკვლავებს დავდევდით. ნატო ვაჩნაძეს ან თამარ ციციშვილს თუ დავინახავდით, დიდი მოვლენა იყო. მახსოვს, როგორ გაგვაოგნა მე და ჩემი მეგობარი ქუჩაში ულამაზეს, სრულიად ახალგაზრდა დოდო ჭიჭინაძესთან შეხვედრამ. “დავით გურამიშვილი” მისი მონაწილეობით უკვე ნანახი მქონდა და მსახიობობაზე ოცნება მაშინ დავიწყე”.

“ყველა სახე, რომელიც ეკრანზე შევქმენი, ძვირფასია ჩემთვის, რადგან თითოეული მათგანი ჩემი ცხოვრების ნაწილაკია. თუმცა, ჩემი ოცნების გმირს დღემდე ვერ მივაგენი. ჩვენი პროფესია ძალზე რთულია. როლები, რასაც მთავაზობენ, ხშირად არ მაკმაყოფილებს და მაინც ვთანხმდები. ვიცი, ეს კომპრომისია, მაგრამ კინოს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია”.

ლიკა ქავჟარაძე

52db22a956d586524ac1ad565d66b1bb

a9ca948d559aa07f11b07cb88a87cf73151ce6fa0d2e3c0a3f558f5068c29ce0

“ნატვრის გოგონა” ლიკა ქავჟარაძე 1959 წელს თბილისში დაიბადა, მან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს განხრით დაამთავრა. სამსახიობო კარიერაში მიღწეული წარმატების მიუხედავად, ლიკა ქავჟარაძეს თეატრალურ ინსტიტუტში არ ჩაუბარებია. ნიჭიერთა მუსიკალური ათწლედის შემდეგ სწავლა კონსერვატორიაში განაგრძო. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ კი მუსიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

იმ პერიოდში სამოდელო ბიზნესი ის-ის იყო ვითარდებოდა და მსახიობმა ბედი პოდიუმზეც სცადა. როგორც მოდების სალონის “ირიდას” დამფუძნებელი იხსენებდა, ლიკას სილამაზე დანარჩენ მოდელებს იმდენად აკომპლექსებდა, რომ მის გვერდით გამოსვლა უჭირდათ. სამაგიეროდ, დარბაზი ტაშის გრიალით ინგრეოდა მსახიობის პოდიუმზე გამოჩენისას.

“მეც და სოსო ჯაჭვლიანმაც ვიცოდით, რომ ორივეს ლიკა გვიყვარდა, მაგრამ მისთვის არცერთს არ გვითქვამს. თან მერე გავიგეთ, რომ ლიკას საქმრო ჰყავდა და ამიტომ იძულებულები გავხდით, ჩვენი სიყვარული რაინდულად გულში შეგვენახა”, – ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში საკულტო ფილმ “ნატვრის ხეში” ლიკას ერთ-ერთი პარტნიორი, ზაზა კოლელიშვილი.

“მარიტამ მართლაც რომ, წარუშლელი კვალი დატოვა არა მარტო ჩემს კარიერაში, არამედ, ზოგადად, ცხოვრებაში. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ ბევრ ფილმში ვითამაშე, “ნატვრის ხე” მაინც სხვა იყო. დღემდე სწორედ ამ ფილმით მიხსენებენ. მარიტას როლი ცხოვრების ბოლომდე გამყვება”, – განაცხადა ერთხელ მსახიობმა

მაკა ასათიანი

cc143cf196e98aab24530b768754b8ee e0caa220e7b08408642cdbe168240b85

მაკა საქართველოში პოპულარობით დღესაც გამოირჩევა. ის პარიზში გაეცნო მოდის ინდუსტრიას და გარკვეული პერიოდის განმავლობაში აქტიურად ქმნიდა საკუთარ კოლექციებს. მაკას პირველი მეუღლე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია იყო. მას ამ ქორწინებიდან 2 ვაჟი ჰყავს. ამჟამად მაკა შვეიცარიაში, მეორე ქმართან ერთად, ცხოვრობს და მესამე ვაჟს ზრდის.

სალომე ღვინიაშვილი

4ebdb0e3e5420f0220866cbd0649d1a4მოდელი სალომე ღვინიაშვილი ფეხბურთელ ზურა ხიზანიშვილის მეუღლე და სამი შვილის დედაა. ის ხშირად არის საზოგადოების ცენტრში. განსაკუთრებული სილამაზის მქონე მოდელი, როგორც თავად ამბობს, მუდამ  თვითკრიტიკული იყო, და როცა სამოდელო სააგენტო “ნატალიმ” პირველად  მიიწვია ჩვენებაზე, სწორედ მაშინ მოემატა თვითდაჯერებულობა.

სალომე პირველად 17 წლის არც იყო, რომ გათხოვდა. პირველი ქორწინებიდან ყველაზე მთავარი და ძვირფასი – შვილი დარჩა. ბედმა მოდელი მეორედ ზურა ხიზანიშვილთან დააკავშირა. მიუხედვად იმისა, რომ გოგონას ფეხბურთი არ იტაცებდა და არც “ხიზანას” შესახებ იცოდა ბევრი რამ, ამან სულაც არ შეუშალა ხელი წყვილის მომავალ ბედნიერებას. პოდიუმზე გასულ სალომეს უცხოელები ხშირად “შავ მარგალიტად” მოხსენიებდნენ, ჩვენში კი ხშირად მოისმენთ, რომ სალომეს განსაკუთრებული ქართული სილამაზე აქვს.

თაკო ნაცვლიშვილი

f2e6d891c1eecf2d730f885d8e1bb6dd

17 წლის მოდელმა თაკო ნაცვლიშვილმა  პოდიუმი მოკლე დროში წარმატებით დაიპყრო. მას მსოფლიო სამოდელო ბიზნესის ამომავალ ვარსკვლავს უწოდებენ. თინეიჯერი ქართველი მოდელის გამოჩენას პარიზის მოდის კვირეულზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მასზე მსოფლიოს წამყვანი მოდის ჟურნალები წერენ. თაკო “არმანის” სახე გახდა და უკვე თითქმის ყველა წამყვანი მოდის სახლის ჩვენებებში მიიღო მონაწილეობა. ის ცნობილი მოდელისა და სააგენტო “ლუქ მოდელსის” დამფუძნებლის, ნინო ცქიტიშვილის და კალათბურთელ ვატო ნაცვლიშვილის ქალიშვილია.

კომენტარები

სხვა სიახლეები