არგენტინელ ფეხბურთელს, პაოლო დიბალას კორონავირუსი 6 კვირაში 4-ჯერ დაუდასტურდა.
ინფორმაციას ამის შესახებ ფეხბურთელის მეგობრები ავრცელებენ.
მარტის დასაწყისში ფეხბურთელმა ვირუსის შესახებ თავად ისაუბრა და განაცხადა, რომ ძალიან რთული პერიოდი გაიარა.
ამბობდა, რომ კუნთების ძლიერ ტკივილს გრძნობდა და სუნთქვა უჭირდა.
“ის ახლა თავს კარგად გრძნობს, სიმპტომები არ აქვს და ვარჯიშობს კიდეც, მაგრამ კორონავირუსზე ტესტი კვლავ დადებითია“, – ამბობს დიბალას ერთ-ერთი მეგობარი.