“დიახ, დიდი სიჩქარით არ უნდა ევლო, დიახ, სამი უდანაშაულო სიცოცხლე შეიწირა, მაგრამ ყველაზე მეტად მეცოდება”

ჟურნალისტი ეკა ლომიძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს და მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლის გარდაცვალებას ასე ეხმაურება. “დღეს ძალიან ბედნიერი ვიყავი. ძალიან ლამაზად გაილია დღე და ბოლოს მოვიშხამე, მეტიც, მოვკვდი. იმ საშინელ ავარიას, რამდენიმე დღის წინ რომ შეგვძრა, კიდევ ერთი სიცოცხლე შეეწირა. მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე ანანო გარდაიცვალა. ნათელში იყოს მისი სული და ყველას გთხოვთ, როდესაც ამ ტრაგედიაში დამნაშავის განსჯას დაიწყებთ, დუმილი არჩიეთ, ადამიანური თანაგრძნობის ნიშნად. დიახ, დიდი სიჩქარით არ უნდა ევლო, დიახ, სამი უდანაშაულო სიცოცხლე შეიწირა. უკვე ოთხი და პლუს დაუბადებელი ბავშვი. სულ ერთი წამით წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს სიცოცხლე იმ კაცისთვის, რომელსაც ამდენი მსხვერპლი დააწვა კისერზე (თან, როცა ძალიან კეთილი და უბოროტო ხარ). მათ შორის, უსაყვარლესი მეუღლის, რომლის სიკვდილით კიდევ ოთხი ბავშვი დაობლდა. გამგები გაიგებს ჩემს სიტყვებს. ყველაზე მეტად მეკო მეცოდება. ერთი წამით დააყენეთ თავი მის ადგილას. ვერცერთი საშინელი სასჯელი ვერ მიედრება მის მდგომარეობას”, – წერს ეკა ლომინაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები