დიანა ელოშვილი: „ავიცრათ და დავიცვათ ერთმანეთი, ეს თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი ვალია“

„ჩვენ არ გვაქვს უფლება, ამ ერთ ბეწო ქვეყანაში ყოველდღიურად დავკარგოთ ამდენი სიცოცხლე. ეს დაუშვებელია“, – ამის შესახებ ფსიქოკონსულტანტი დიანა ელოშვილი აცხადებს.

ის საზოგადოებას ვაქცინაციის პროცესში გააქტიურებისკენ მოუწოდებს, რადგან, როგორც თავად აღნიშნავს, აცრა ერთადერთი გამოსავალია, რომ პანდემია დასრულდეს და ცხოვრება ჩვეულ რიტმში გაგრძელდეს.

„არ ვიცი, რატომ, თუმცა ჩვენდაუნებურად მივეჩვიეთ კოვიდით გარდაცვლილთა და დაინფიცირებულთა საგანგაშო სტატისტიკას. ყოველდღე 60-დან 80-მდე ადამიანი იღუპება და რა მოხდა მერე? თითქოს აღარც კი ხვდება ყურს განსაკუთრებულად.
ჩვენ არ გვაქვს უფლება, ამ ერთი ბეწო ქვეყანაში ყოველდღიურად დავკარგოთ ამდენი სიცოცხლე. ეს დაუშვებელია!
მოგვიწოდებენ, რომ ავიცრათ, რათა დავიცვათ, პირველ რიგში, საკუთარი თავი და შემდგომ – გარშემომყოფი ადამიანები. ამ ეტაპზე აცრაა ერთადერთი გამოსავალი, რომ დასრულდეს, ბოლოს და ბოლოს, პანდემია და ისევ შევძლოთ ძველებურ რიტმში ცხოვრების გაგრძელება.
ავიცრათ და დავიცვათ ერთმანეთი! ეს თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი ვალია. #ავიცრათერთმანეთისთვის “, – ამბობს დიანა ელოშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები