დეტალები კორონავირუსით გარდაცვლილი ბაბუისა და 15 წლის შვილიშვილის შესახებ – ტრაგედია თბილისში

რამდენიმე დღის წინ 15 წლის ქეთი კობერიძის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია – ის კორონავირუსმა იმსხვერპლა. ოჯახის ტრაგედიაზე ოჯახის ნათესავი ჟურნალ “სარკესთან” საუბრობს:

„დიახ, ქეთას ბაბუაც გარდაიცვალა. ქეთას ყოველდღე რომ ველაპარაკებოდი, ვხვდებოდი,  ხველა ურთულდებოდა. ბოლოს რომ დავრეკე, იმ დროს აუტყდა ხველა. ვუთხარი, ექიმს დაუძახეთ, როგორ გახველებს-მეთქი და გავუთიშე ტელეფონი. ამის მერე რომ დავრეკე, მითხრეს,  რეანიმაციულ განყოფილებაში ჰყავდათ. როგორც მითხრეს, დააძინეს, რომ გადასხმები მშვიდად გაეკეთებინათ.

არ მინდა, ვინმეს ბრალი დავდო, მაგრამ კლინიკაში სრულიად ჯანმრთელი ბავშვი შეიყვანეს და… მერე წამომდგარა საპირფარეშოში შესასვლელად და მაგ დროს გული გაჩერებია. დიდი ხანი დასჭირდათ, რომ გული აემუშავებინათ. გული აუმუშავეს, მაგრამ მერე გვითხრეს, რომ ტვინმა შეშუპება დაიწყო. კვირაზე მეტ ხანს იყო კომაში და ყოველდღე ველოდებოდით სასწაულს…

ქეთას ბაბუა და მამა ერთ პალატაში იწვნენ, იმავე კლინიკაში. ბაბუას რომ გაურთულდა მდგომარეობა, ისიც რეანიმაციაში შეიყვანეს. მერე თქვეს, რომ გამოკეთდა და პალატაში დააბრუნეს. სიმართლე გითხრათ, იმდენად ვიყავით ქეთაზე გადართულები, არც მიკითხავს ბაბუის ამბავი. არც ვიცოდი, რომ ისიც მძიმედ იყო. მერე კი მითხრეს, ქეთას ამბები ესმოდა და ამის გამო ინერვიულაო. პალატაში გადმოყვანილი ისევ შეუბრუნებიათ რეანიმაციაში, სადაც გარდაიცვალა კიდეც“, – ამბობს გარდაცვლილი გოგონას ბიძაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები