ქართული წარმოშობის დიზაინერი, მოდის სახლ “ბალენსიაგას” კრეატიული დირექტორი და “ვეტმანის” დამფუძნებელი – დემნა გვასალია მუდმივად ყურადღების ცენტრშია. მისი დიზაინით შექმნილი ნებისმიერი ახალი სამოსი თუ აქსესუარი ელვის სისწრაფით იყიდება. ხშირ შემთხვევაში, გვასალიას ინოვაციები ქართველებისთვის კარგად ნაცნობი და ღიმილისმომგვრელიცაა. ქართველ დიზაინერი ხშირად იყენებს ქართულ სიმბოლიკას, წარწერებს, დროშას, ქართველი პოეტების ლექსებს აწერს ტანსაცმელს და ამ ყველაფერს ცნობილი ვარსკვლავებიც ისეთივე სიამოვნებით ირგებენ, როგორითაც – ჩვეულებრივი ადამიანები.
ამჯერად, გვასალია “ჩოკერს” ყიდის, რომელზეც გასაღები ჰკიდია საქართველოს დროშის გამოსახულებით. აქსესუარის ფასი, რომელიც 2019 წლის ზაფხულის კოლექციიდანაა, ფასდაკლების გარეშე $620 აშშ დოლარია.
სხვა სიახლეები