დეკანოზ იოანე წკეპლაძეს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება

„ზემო ფონიჭალის „ყოველთა წმიდათა“ სახელობის ტაძრის წინამძღვარს – დეკანოზ იოანე წკეპლაძეს სასწრაფოდ ესაჭიროება  ღვიძლის გადანერგვა“, – ამის შესახებ ინფორმაციას „ყოველთა წმიდათა“ სახელობის ზემო ფონიჭალის ეკლესია ავრცელებს.

„ზემო ფონიჭალის “ყოველთა წმიდათა“ სახელობის ტაძრის წინამძღვარს – დეკანოზ იოანე წკეპლაძეს სასწრაფოდ  ესაჭიროება  ღვიძლის გადანერგვა.

რთული მდგომარეობიდან გამომდინარე, ოპერაცია უნდა გაკეთდეს უცხოეთში, კერძოდ თურქეთში, კლინიკა – Florence Nightingale-ში, რომლის საფასურიც შეადგენს 100 000$ (ოპერაცია 75 000$, ხოლო პოსტოპერაციული რეაბილიტაცია – 25 000$).

თითოეული თქვენგანის მიერ შემოტანილი მინიმალური თანხაც კი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

1) GE84BG0000000345910416 – საქართველოს ბანკი

2) GE43TB7388545064300017 – თიბისი ბანკი

მიმღები: ეკატერინე ჯოხაძე (მეუღლე)

წინასწარ გიხდით დიდ მადლობას!

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები