დევიდ და ვიქტორია ბექჰემების უფროსი ვაჟი, ბრუკლინი დაინიშნა. მისი რჩეული ამერიკელი მილიარდერის ქალიშვილი, ნიკოლა პელცი გახლავთ.
21 წლის ბრუკლინმა ნიკოლა სამი წლის წინ კოაჩელაზე გაიცნო. წყვილი ორი ქორწილის გადახდას გეგმავს – ერთი ფლორიდაში, მეორე კი – გაერთიანებულ სამეფოში.
არსებული ინფორმაციით, გოგონას დედა ქორწილისთვის 4 მილიონიან ბიუჯეტს გამოყოფს.
ბრუკლინმა ნიშნობის შესახებ ინფორმაცია Instagram–ზე გაავრცელა: “ორი კვირის წინ ჩემს რჩეულს ხელი ვთხოვე და დამთანხმდა. ყველაზე იღბლიანი ადამიანი ვარ დედამიწაზე”.