დასავლური პრესა ვიქტორია და დევიდ ბექჰემების ოჯხური სირთულეების შესახებ წერს.
როგორც უცხოური მედია იუწყება, ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი და Spice Gilrs-ის ყოფილი სოლისტი, ქალის ტანსაცმლის დიზაინერი ვიქტორია ბექჰემი უახლოეს ხანში განქორწინების პროცესის დაწყებას აპირებენ.
მედიის ინფორმაციით, წყვილი უკვე რამდენიმე თვეა ერთად აღარ ცხოვრობს. მეუღლეები, სავარაუდოდ, ქონებას გაიყოფენ. მათი საერთო ქონება, ჯამში, მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ბექჰემებს 4 შვილი ჰყავთ. მათ შორის – 16 წლის ბრუკლინი, 12 წლის რომეო,10 წლის კრუზა და ერთიც ქალიშვილი ჰარპერი, რომელსაც გასულ წელს 1 წელი შეუსრულდა.
Prev Post
დაინვალიდებულმა სამხედრო პირებმა სექსუალურ ფოტოსესიაში მიიღეს მონაწილეობა (ფოტოკოლაჟი 18+)
Next Post
სხვა სიახლეები