დევიდ ბექჰემს დაბადების დღე მეუღლემ, შვილებმა და საუკეთესო მეგობარმა მიულოცეს (ფოტო)
დევიდ ბექჰემს 41 წელი შეუსრულდა. ფეხბურთელს დაბადების დღე მეუღლემ, უფროსმა ვაჟმა და საუკეთესო მეგობარმა – ლივ ტაილერის საქმრომ, დევიდ გარდნერმა სოციალურ ქსელშიც მიულოცეს.
„დაბადების დღეს გილოცავ, ყველაზე შესანიშნავი მეუღლე და არაჩვეულებრივი მამა! ყველას ძალიან გვიყვარხარ!“ – დაწერა ვიქტორიამ სოციალურ ქსელში.
„გილოცავ დაბადების დღეს, მამა! ბედნიერი ვარ, რომ ჩემთვის სამაგალითო ადამიანს და ჩემს გმირს მამას ვეძახი! მიყვარხარ“, – წერს დევიდის ვაჟი – ბრუკლინი.
„დაბადების დღეს გილოცავ, საუკეთესო მეგობარო!“, – დატოვა შეტყობინება დევიდის მეგობარმა – გარდნერმა. ვიქტორიამ და ბრუკლინმა ასევე ახალი ფოტოები გამოაქვეყნეს, რომლებზეც ჩანს, როგორ მორთო დედა-შვილმა ოთახი და დევიდისთვის უამრავი საჩუქარი შეფუთა. სოციალურ ქსელში, რასაკვირველია, დევიდ ბექჰემს დაბადების დღეს მისი ფანატებიც ულოცავდნენ. თავად ფეხბურთელმა, მილოცვებისთვის და თბილი სიტყვებისთვის, ასევე, სოციალურ ქსელში, მოგვიანებით, ყველა თაყვანისმცემელს მადლობა გადაუხადა.