დევიდ ბექჰემი უსახლკარო მამაკაცს გაუმასპინძლდა

ლამაზი არა მარტო გარეგნულად, არამედ შინაგანად – ეს სიტყვები ყოფილ ფეხბურთელსა და ფილანტროპს დევიდ ბექჰემს ნამდვილად შეესაბამება. მისი ზრუნვა სხვა ადამიანებზე არა მარტო მსოფლიო მასშტაბით (ბექჰემი „იუნისეფთან“ 2005 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს), არამედ ყოველდღიურობაში გამოიხატება.
რამდენიმე დღის წინ დევიდი შვილებთან ერთად 13278088_1194939087212994_1351706118_nსაჭმელად Tommi’s Burger Joint-ში შევიდა. ცოტა ხანში მან ქუჩაში უსახლკარო მამაკაცი შენიშნა. ბექჰემმა დაუყოვნებლივ მამაკაცს ბურგერი და ლუდი უყიდა და თბილად გაესაუბრა. უსახლკარო მამაკაცი ძალიან გახარებული ჩანდა, – აღნიშნა Tommi’s Burger Joint-ის თანამშრომელმა.
უცხოური პრესის ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დევიდ ბექჰემი ზრუნავს უცხო ადამიანებზე. მიმდინარე წლის თებერვალში, მაგალითად, დევიდმა ცხელი ჩაით გაათბო ექიმი და მისი მოხუცი პაციენტი, რომლებიც ლონდონის ერთ-ერთ ქუჩაზე სასწრაფო დახმარების მოლოდინში იყინებოდნენ. ექიმი გაოცებული და გახარებული იყო დევიდ ბექჰემის ამ ნაბიჯით.

კომენტარები

სხვა სიახლეები