დევიდ ბექჰემი მოსწავლეებს შეხვდა, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი არიან

დევიდ ბექჰემი ინდონეზიაში სკოლის მოსწავლეებს ესტუმრა
ბრიტანელი ყოფილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი, ინდონეზიაში, ადგილობრივი სკოლის იმ მოსწავლეებს შეხვდა, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი არიან.
შეხვედრისას დევიდ ბექჰემმა სკოლის მოსწავლეებთან ფეხბურთი ითამაშა, უამრავი “სელფი” გადაიღო და საკუთარ გამოცდილებაზე ესაუბრა.
ბექჰემის ინდონეზიაში ჩასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სკოლაში არსებული “ბულინგის” პრობლემის მოგვარებაა, რომელიც ინდონეზიის სკოლებში ფართოდაა გავრცელებული.
“მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევხვდი 15 წლის გოგონას, რომელიც საოცრად ცდილობს, საკუთარ სკოლაში ბულინგის პრობლემა მოაგვაროს, ის სკოლაში ბულინგის მსხვერპლი გახდა, თუმცა წინააღმდეგობა დაძლია და ახლა სხვებს ეხმარება, ივიწყებს წყენას და შთააგონებს მოსწავლეებს, რომ ბულინგი შეწყვიტონ”, – განაცხადა ბექჰემმა.
შეგახსენებთ, რომ ყოფილმა ფეხბურთელმა ჰუმანიტარული და საქველმოქმედო ფონდი შექმნა, რომელიც სკოლებში არსებულ ძალადობას ეწინააღმდეგება და ცდილობს, ინდონეზიის სკოლებში მსგავსი პრობლემები აღმოფხვრას.

კომენტარები

სხვა სიახლეები