„დედიკოს ბიჭები“ ჰოლივუდში
გამოთქმას „დედიკოს ბიჭი“, როგორც წესი, ვიყენებთ მაშინ, როდესაც გვინდა აღვნიშნოთ, რომ ადამიანისგან არაფერი გამოვა. თუმცა ჰოლივუდში არც ისე ცოტაა „დედიკოს ბიჭი“, რომელიც, ამავდროულად, საკმაოდ წარმატებული პიროვნებაა, თუმცა დღემდე დედასთან ერთად ცხოვრობს და „ოსკარის“ ცერემონიაზეც თან დაჰყავთ.
ლეონარდო დიკაპრიო „დედიკოს ბიჭის“ მკვეთრი მაგალითია. როგორ ლამაზმანებთან არ უნდა ჰქონოდა ურთიერთობა ლეოს, ქალის სილამაზის იდეალად მისთვის მაინც დედა, ირმელინ ინდენბირკენი რჩებოდა. ლეოს თქმით, მსგავსი ქალი მას ჯერ არ უნახავს. „ჩემი ცხოვრების მთავარი ქალბატონი – დედაჩემია და ბრილიანტებს მხოლოდ მას ვჩუქნი“, – ამბობს ლეო. გავრცელებული ინფორმაციით, თუ მსახიობის დედას გოგონა, რომელსაც ლეო ირჩევს, არ მოეწონება, ის არც ლეოს შეყვარებული, არც, მითუმეტეს, საცოლე იქნება.
ჯონი დეპს ისე ძლიერ უყვარს დედამისი, რომ მის საპატივცემულოდ ტატუ გაიკეთა. დეპის თქმით, დედამისი ყოველთვის იყო და არის მისი პარტნიორი – ის ეწევა, თამაშობს კარტს და, თუ საჭიროა, ერთი-ორი ტკბილი სიტყვის თქმაც შეუძლია. ჯონის დედა 14 წლიდან ოფიციანტად მუშაობდა, სხვადასხვა ქორწინებიდან 4 შვილს ზრდიდა და ყველასთვის საუკეთესო მეგობარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ 15 წლის ასაკში ჯონი სკოლიდან გარიცხეს, დედა არ ეჩხუბებოდა, არამედ უბრალოდ ცდილობდა, გაერკვია, თუ რატომ იქცევა ასე მისი შვილი. გაირკვა, რომ ჯონი მუსიკითაა გატაცებული და დედამ მას პირველი გიტარა უყიდა. ამისთვის ჯონი დღემდე დედამისს ემადლიერება. ჯონი დეპის ასაკის მიუხედავად (ის უკვე 50 წლისაა), იგი არა მხოლოდ აღმერთებს დედას, არამედ დაჰყავს სხვადასხვა ღონისძიებაზე. ჯონი დარწმუნებულია, რომ მისი ასეთი წარმატება, როგორც მსახიობის, მთლიანად დედის დამსახურებაა.
კიდევ ერთი „დედიკოს ბიჭი“ მსახიობი ტომ კრუზია. დედამისს მრჩევლის პასიური როლი არ მოსწონს, მას მოქმედება ურჩევნია. საყვარელი შვილის გადაწყვეტილებებზე დედა პირად ცხოვრებაში ახდენს ზეგავლენას. ამბობენ, რომ სწორედ დედამ დააშორა ტომ კრუზი და ქეითი ჰოლმსი. შვილის სახლში დედა მის ქორწილამდე გადაბარგდა, რძალს აიძულებდა ისე ეცხოვრა, როგორც დედას სურდა და აბსოლუტურად ყველაფერში ერეოდა.
მსახიობი ჯორჯ ქლუნი ასევე „დედიკოს ბიჭია“, თუმცა მსახიობის დედა ნინა უორენი უფრო მის თანატოლს ჰგავს, ვიდრე დედას. ნინა ყოფილი მოდელი და სილამაზის კონკურსების არაერთი გამარჯვებულია. ქლუნის დედა არა მარტო ჩნდება შვილთან ერთად საზოგადოებაში, არამედ მის პირად ცხოვრებასაც ხელმძღვანელობს.