დედა საკუთარი 13 წლის შვილის ქალწულობას ჰყიდდა

მოსკოვის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ჩელიაბინსკის ოლქის მცხოვრებ ქალს, რომელიც მეგობართან ერთად, საკუთარი 13 წლის შვილის ქალწულობის გაყიდვას 1,5 მილიონ რუბლად გეგმავდა. მოსკოვის სამართალდამცველი უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ძალოვნებმა, ორივე ეჭვმიტანილი, მოზარდის გაყიდვის მცდელობისას დააკავა.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, 35 წლის ქალი ინტერნეტში არსებულ პორნორესურსებზე ათავსებდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მზად იყო, მცირეწლოვანი გოგონას ქალწულობა გაეყიდა. მყიდველების როლში რუსეთის შსს-ს წარმომადგენლები გამოვიდნენ, რომლებმაც დამნაშავეებს მოთხოვნილი თანხა მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში გადასცეს, რის შემდეგაც ისინი დააკავეს.
ამ დროისთვის, ორივე ქალი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, გოგონა კი სააღმზრდელო დაწესებულებაშია მოთავსებული.

კომენტარები

სხვა სიახლეები