დედა, მე მხოლოდ 8 წლის ვარ, არ მინდა რომ მოკვდე – გოგონას თხოვნა დედას, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობს

ქეითი ესექსში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ექთნად მუშაობს.
ის იმ ექიმების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც პანდემიის ფონზე ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან.

ქეითი ყვება, როგორ სთხოვა მისმა 8 წლის გოგონამ სამსახურისთვის თავი დაენებებინა. ამის შესახებ Mirror-ი წერს.

„არ მინდა, რომ მოკვდე“,- უთხრა ერთ დღეს სამსახურში წასვლის წინ შვილმა ქეითს.

ქეითი ამბობს, რომ მის 8 წლის გოგონას ძალიან ეშინია, რომ ის მოკვდება, რადგან კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობს.

ამასთავე, პანდემიის გამო დიდი ბრიტანეთი სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობის სიმცირეს განიცდის, რაც ამ შიშს უფრო აორგამებს.

ქეითმა ეს ემოციური ამბავი დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანს, მეტ ჰენკოკს გაუგზავნა:

„ძვირფასო მეტ, ეს ჩემი ქალიშვილია. როდესაც მე მას საწოლში დასაძინებლად ვაწვენდი მან შემდეგი სიტყვები მითხრა – დედა, მე მხოლოდ 8 წლის ვარ და მე შენ ჭირდები, არ მინდა რომ მოკვდე“.

ჯანდაცვის მდივნისთვის გაგზავნილ ტვიტში ქეითი წერდა, რომ მას უწევდა ყოველდღე შვილი მოეტყუებინა, თითქოს ყველა საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა ჰქონდა.

ასევე მან მეტს უთხრა, რომ შეხვედროდა, რათა განეხილათ რატომ აქვთ ექიმებს არასაკამარისი სამედიცინო აღჭურვილობა ასეთ დროს.

„მოდი, მეტ, ვისაუბროთ. მე დედა ვარ, შენ მამა – მშობელი მშობლის პირისპირ“,- წერდა ქეითი.

ქეითის ამ ტვიტს 29,000 -ზე მეტი გაზიარება და უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ პარასკევს დიდმა ბრიტანეთმა გაიდლაინები შეცვალა და ექიმებსა და ექთნებს სთხოვა, რომ სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობის გარეშე ემუშავათ და საჭიროების შემთხვევაში, ერთი და იგივე აღჭურვილობა ორჯერ გამოეყენებინათ.

წყარო:https://primetime.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები