ზოგჯერ დამღლელი სამუშაო დღის ბოლოს, ყველას სჭირდება დედის რჩევები, დახმარება და უბრალოდ დედასთან საუბარი. მათთვის, ვინც დედისგან შორსაა, 63 წლის ნინა კენეალი, დედის როლს გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეასრულებს. ნინა ორი შვილის დედა და ორგანიზაცია NeedAMom-ის დამფუძნებელია. მისი დაქირავება ნიუ-იორკში საათში 40 დოლარადაა შესაძლებელი. ნინას თქმით, მუშაობის დროს მის მოვალეობაში საჭმლის მომზადება და სახლის დალაგება არ შედის. თუმცა, მას შეუძლია რჩევები მიცემა, ექიმთან გაყოლა ან უბრალოდ ფინჯანი ყავის დროს მოსმენა. “მე შემიძლია გაგყვეთ ასევე სუპერმარკეტში საყიდლებზე და საჭმლის მომზადების დროს თქვენ გვერდით ვიყო“, – ამბობს დედა დაქირავებით.
ნინა კენეალიმ ბიზნესი გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. დედის როლის შესრულება თანხის სანაცვლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მას იოგაზე სიარულის და პარკში სეირნობის დროს უამრავი ადამიანი საკუთარ პრობლემებზე ესაუბრებოდა. მას იმედი აქვს, რომ მალე ბიზნესის გაფართოებას შეძლებს.
წყარო:http://www.bpn.ge