12 ივნისს ციხეში მყოფ გოგი წულაიას “ახალი ქრისტიან დემოკრატების” პოლიტსაბჭო გლდანის ციხესთან პარტიის თავმჯდომარედ აირჩევს.
წულაია გლდანის ციხიდან “მთავართან” სატელეფონო ზარის დროს აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან ჩამოცილებისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდანაც აქტიურად იბრძოლებს.
“ამოცანაა ის, რომ რაც შეიძლება მალე დამთავრდეს ივანიშვილის ბატონობა ამ ქვეყანაზე, რაც შეიძლება მალე დამთავრდეს პატიმრები ივანიშვილის სახელით და ქართულმა ოცნებამ 43%-ზე ნაკლები აიღოს. ვიქნები აქტიური და მჯერა, რომ ციხიდან უფერო შევძლებ მეტი ხმების აღებას, ვიდრე გარეთ…
დედას ვუტირებ, აქედანაც ვიბრძოლებ და მივაღწევ შედეგებს” – ამბობს წულაია “მთავართან”