“დედას გეფიცები, თუ მეთქვას, რომ აბორტი გაიკეთე-მეთქი” – რა პრობლემები აქვს ბორის ბედიას მეგობარ გოგონასთან

ბორის ბედიას უკრაინელმა ქალბატონმა ბავშვი გაუჩინა, რომელიც ახლა ოთხი წლისაა.
ის ბორისს ბავშვს არ აჩვენებს და ალიმენტს სთხოვს.
დავა ისევ გრძელდება, ბორისი კი დათმობას არ აპირებს.
ბორის ბედია: ხდება, ადამიანები ერთმანეთს ვერ უგებენ, მაგრამ ღვთის წყალობით, ბავშვი არის და რომ იტყვიან, მთავარია, ბავშვი იყოს ჯანმრთელი. მაგას ეგონა, ვალერი მელაძეს რომ რუსეთში ჰონორარები აქვს, ისე მაქვს აქ მეც. მე რომ რუსეთში დავბადებულიყავი, წამყვანი მომღერალი ვიქნებოდი – რა ბასკოვი, რის ბასკოვი. ძალიან მაგრად ვიქნებოდი და მერე ან ალა პუგაჩოვას მოვიყვანდი ცოლად, ან სოფია როტარუს. აქ ალიმენტებზეა საუბარი. ერთი პროცესი დარჩა და გადაწყდება. ვფიქრობ, ქალური ამბავია, მაგ გოგოს არც მატერიალურად უჭირს, ახალგაზრდა ლექტორია ეკონომიკის დარგში. ჩემთან შედარებით მილიარდჯერ მეტი საშუალება აქვს. მე დროებით უმუშევარი ვარ.

– ბავშვის ნახვა თუ გიცდია, გაჩვენებთ?

– არ მანახებს, ბავშვის სურათებს „ფეისბუქზეც“ არ დებს. მინდა ბავშვის ნახვა. მალე ოთხი წლის გახდება, მან რომ სურათები დადოს, ბავშვის მიმართ მეტი სითბო და სიყვარული გამიჩნდება. თუ საშუალება მექნება, შეიძლება ჩავიდე, ვნახო კიდეც. მერე, რომ წამოიზრდება, აქეთ ჩამოვა და ჩემთვის ყოველთვის უფროსი შვილი იქნება. დედამისს შევთავაზე, როცა მექნება 100 000-საც გამოგიგზავნი და მოდი, ნუ დავახრჩობთ ერთმანეთს-მეთქი. არაო, 1 500 დოლარი ან სასამართლოში ვიომოთო. გინდა ომი, ვიომოთ-მეთქი. კარგი რა, ცოლ-ქმარი შორდება და ჩვენ, უბრალოდ, ვმეგობრობდით, რა მოხდა მერე. ეტყობა, არ იყო ჩემი ბედი.

– როგორც ამბობს, ცოლობას ჰპირდებოდი, მართალია?

– იმან თქვა, რომ ცოლად მომყავდა. რა ურთიერთობებზეა საუბარი. ერთ კვირას მოიცავს ჩვენი ურთიერთობა. დედას გეფიცები, თუ მეთქვას, რომ აბორტი გაიკეთე-მეთქი, ეს იგივე მკვლელობაა. მერე ეკლესიაში როგორ ვიარო. ადვოკატი ჰყავს „მოვლენა“, გადაცემაში ტყუილები ილაპარაკეს. თქვა, რომ მამამისის სასაფლაოზეც ვიყავიო. რაც მისმა ადვოკატმა მოყვა, მაგ სიმართლით იაროს მაგან მთელი ცხოვრება. ისეთები თქვა, ეს რომ ნორმალური ქვეყანა იყოს, ადვოკატს და იმ გარეწარ ქალს, მაგ ტყუილების გამო და იმაზე, რაც მან გააკეთა, სისხლის სამართლის საქმეს ავუგორებდი და ციხეში ჩავასმევინებდი. რაც ჩემს სახლში ბოზები და „ნაშები“ მიმიყვანია, მაგდენი თმა არ გვაქვს თავზე, მაგრამ რა ვქნა. ყველა ცოლია? ეს გოგო მძიმე შემთხვევა აღმოჩნდა. რამდენი გოგო ყოფილა, მაგრამ ყველას კარგად დავშორებივარ. უკრაინაშიც ხედავდა, ხან ერთი გოგო მოვიდოდა, ხან მეორე. თუ ჩემი ცოლობის გეგმა ჰქონდა, ხომ უნდა მიმხვდარიყო, რომ ჩემნაირ ადამიანთან ბედნიერი ვერ იქნებოდა. ტვინი არ უნდა ჰქონდეს ქალს?

– მის მერე გოგონებთან ურთიერთობაში ფრთხილად ხარ?

– როგორ არ ვფრთხილობ, ჩემო კარგო, შეცდომა ვის არ მოსვლია, ყველა მამაკაცს შეიძლება, მოუვიდეს და შეცდომაზე ვსწავლობთ. თუ არ დაეცი, ვერ ადგებიო. ამბობენ, ეს უკრაინელები ჯადოსნები არიანო, ხელს ვერ დავადებ, მაგრამ ვინც მაგას აკეთებს, ფრთხილად თვითონ იყოს, უკან დაუბრუნდება. მქონდა შემთხვევა, უკრაინაში ერთ გოგოსთან ვცხოვრობდი. ორი-სამი დღე ძალიან სხვანაირად ვიყავი იმ გოგოს მიმართ, თავს ვერ ვცნობდი. ერთხელ ადრე ავდექი, გავიხედე, ეს გოგო სუფრას შლის და იმ მხარეს, საითაც მე უნდა ვიჯდე სუპში ყრის რაღაცას. წამოვედი იქიდან. ამის შემდეგ ცოტა ფრთხილად ვარ. არ მინდა, შეცდომა დავუშვა. გეტყვი, ქართველებს რა პრობლემა აქვთ: გამოვლენ ტელევიზორში, იტყვიან თავისუფლები ვართო, მაგრამ რეალურად, ყველას მაინც ცოლობა უნდა. უბრალოდ, ურთიერთობა და მეგობრობა არ უნდათ.

– ახლა რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

– შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ, გატაცებული – კი. გოგონები ყოველთვის არიან და ეს კარგია, მაგრამ არასერიოზული ურთიერთობებისგან ყოველთვის თავს ვიკავებ. უკვე ჩემი სულიერი მდგომარეობა თავის მეორე ნახევარს ეძებს. როცა შეხედავ, ის რაღაცნაირად გეტყვის, რომ შენი მეორე ნახევარია. გარიგებებზე და ასეთ რაღაცებზე ძალიან ცუდი რეაქცია მაქვს, ღმერთი თვითონ გაგირიგებს.

– როგორი უნდა იყოს გოგო, ვინც მიგახვედრებს, რომ შენი მეორე ნახევარია?

– წუნია ვარ, არის რაღაცები, რაც მოგხვდება თვალში, რაღაც არ მოგხვდება. მე არ ვამბობ, მზეთუნახავი იყოს-მეთქი, მთავარია, კარგი და ნორმალური ადამიანი იყოს. მკაცრი არ ვარ გოგონებთან. იყო შემთხვევა, სამეგრელოში ერთი გოგო მომეწონა. შეხედავ – ვიზუალურად ლამაზი, მშვენიერი გოგო იყო. ერთ ოჯახში მოვხვდი სტუმარად, ისიც იქ იყო და სუფრის გაშლაში ეხმარებოდა. ვხედავ, ეს გოგო ყველას ზიზღით უყურებს, მეც ასე დამიწყო ყურება. საჭმელი ისე დადო, რაღაცას რომ დაგიგდებს. ეგ გოგო ჩემთვის ძონძი გახდა, რაც არ უნდა კარგი აკეთოს, ასეთი შთაბეჭდილება რომ დაგრჩება, ის არის ნული. ერთი კი ვთქვი, მტრის ოჯახში შევიდეს ასეთი მიგერა, ამება-მეთქი. ამებაა, აბა, რა არის. ერთ წამში ამხელა სიმპათია მქონდა და უცებ განულდა. ახლა სადმე რომ შემხვდეს, გული ამერევა, გულისრევას ვინ ჩივის კუჭი ამეშლება.

– გოგონებთან დაკავშირებული ბევრი თავგადასავალი გექნება…

– მთელი ცხოვრება სიგიჟეებს ვაკეთებ. ქმარს რომ არ მოვეკალი, მესამე სართულიდან ვარ გადმომხტარი. უკრაინაში შემთხვევით შევხვდი ჩემს ყოფილ გოგოს, რომელთანაც ადრე დავდიოდი და მერე გათხოვდა. ასაკოვანი ქმარი ჰყავდა და მოხდა ისე, რომ ქმარმა საწოლში მოგვისწრო, ის მაღალი, სპორტსმენი კაცი იყო, ვერ მოვერეოდი, შუაზე გამგლეჯდა. რაღა მექნა, გადავხტი ფანჯრიდან. ზამთარი იყო და ჩემი პალტო დამრჩა იქ, მე რომ ვერაფერი მიქნა, პალტო დაგლიჯა. იმის შემდეგ იმ ქალაქში აღარ ვყოფილვარ, „ავითესე“ იქიდან.

– შენთვის ქორწინებამდე სექსი მისაღებია?

– რატომ არის მსჯელობა, ქორწილამდე სექსი უნდა გქონდეს თუ არა. როდესაც ადამიანს მიეჩვევი, ერთად კარგად ხართ, შეხედავ, რომ გიყვართ ერთმანეთი, უკვე მასთან სექსიც კარგია. იმასაც არ მივესალმები, რომ ერთი თვეა ერთად ხართ და უკვე ცოლად მოგყავს, ადამიანი კარგად უნდა გაიცნო, რაც შენ გჭირდება, იმ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, თორემ ჩასაფრებით რომ ვუყუროთ ერთმანეთს, იმდენ ნაკლს აღმოვაჩენთ, ვერ დაითვლი.

– გოგონები გარბიან შენგან თუ შენ შორდები?

– არასდროს ჩემთვის ქალს არ „დაუდია“. წინათგრძნობა მაქვს, ვხვდები, იმ გოგოს მოვწონვარ თუ არა. ქალისა და მამაკაცის მეგობრობა ვერ წარმომიდგენია. თუ ლამაზი გოგო ჩემთვის არც ნათესავია და არც არავინ, მე ვარ მამაკაცი, მამაკაცური ჰორმონები მაქვს და მისი სილამაზე აღმაგზნებს. რომ მოვიკლა თავი, მეგობრულად ვერ შევხედავ.

– ერთდროულად რამდენიმე გოგოსთან რომანი გქონია?

– კი, ყოფილა, როგორ არა, ყველაფერი ნანახი მაქვს, საერთოდ, „მორიელები“ საინტერესოები არიან იმ მხრივ, რომ სექსში მრავალფეროვნება და ეგზოტიკა უყვართ, არც მე ვარ გამონაკლისი. ყოფილა შემთხვევა, ერთ დღეში სამ-ოთხ გოგოს შევხვედრივარ. ახლა ცოტა გავიზარდე და აღარ ვარ ასე, კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ ახლა უკვე იმ ერთს ვეძებ, ხუთი აღარ მაინტერესებს. ასაკით ოცი წლის ბავშვის გული მაქვს, შემართებაც, არც ნაოჭები მაქვს სახეზე, მაგრამ ასაკთან ერთად, რაღაცები შინაგანად იცვლება.

წყარო:http://www.tbiliselebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები