დედას აეროპორტის ტერმინალში შვილი დარჩა, თვითმფრინავი კი უკან დაბრუნდა (ვიდეო)

საუდის არაბეთში თვითმფრინავი უკან, აეროპორტში იმის გამო დაბრუნდა, რომ ერთ-ერთ მგზავრს ტერმინალში შვილი დარჩა.
ჯედადან კუალა ლუმპურში მიმავალი თვითმფრინავი, აფრენიდან მალევე იძულებული გახდა, უკან დაბრუნებულიყო. პილოტმა დისპეტჩერს დაფრენისთვის უფლების მიცემა სთხოვა, რადგან, როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთ მგზავრ ქალბატონს აეროპორტში მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა.
ვიდეო, სადაც პილოტი დაფრენის უფლებას ითხოვს, Youtube-ზე გავრცელდა და მცირე დროში დიდი პოპულარობა მოიპოვა. ვიდეოში კარგად ისმის პილოტისა და დისპეტჩერის საუბარი.
პილოტი რამდენიმეჯერ უმეორებს ვითარების არსს -„გეუბნებით, მგზავრს ტერმილანში ბავშვი დარჩა და ფრენაზე უარს ამბობს“
დისპეტჩერი საბოლოოდ თანხმდება – “კარგი, დაბრუნდით. ეს რაღაც ახალია ჩვენთვის“.
ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ვითარებაში დატოვა ქალმა შვილი და როგორ განვითარდა შემდგომი მოვლენები, ცნობილი არ არის.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები