დედამ ცეცხლმოკიდებული ბინიდან ბავშვი გადმოაგდო (ფოტო, ვიდეო)

ბაირონ ქემბელი ტეხასის შტატ დალასიდან, დილით სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა, როდესაც მეზობელი სახლის სახურავზე ცეცხლი შენიშნა. მამაკაცმა მაშინვე გამოიძახა სახანძრო-სამაშველო სამსახური და მეზობლებთან ერთად ხალხის დახმარება დაიწყო, რომლებიც ცეცხლმოკიდებულ სახლში იმყოფებოდნენ და ვერ გამოდიოდნენ.
ბაირონის თქმით, რამდენიმე წუთში მან მესამე სართულზე ცეცხლმოკიდებული ბინის ფანჯარაში პატარა ბავშვით ხელში ქალი დაინახა.
“ვუყვირე, რომ ბავშვი გადმოეგდო, თავიდან ის ყოყმანობდა, მაგრამ შევპირდი, რომ ბავშვს დავიჭერდი. ბოლოს ის მენდო და ბავშვი გადმოაგდო. ეს ნამდვილი სიგიჟე იყო. მე ის დავიჭირე”,- ყვება ბაირონი.
სხვა მოსახლეობის დახმარება, უკვე სახანძრო სამსახურმა შეძლო და ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

https://www.youtube.com/watch?v=fhcT0rXh2Ck&feature=youtu.be

კომენტარები

სხვა სიახლეები