დედამ შვილი ღუმელში ცოცხლად შეწვა

ხაკასიაში ძალიან სასტიკი საქმის გამოძიება დაიწყო. საქმეზე მთავარი ბრალდებული ახალგაზრდა ქალია, რომელმაც სიმთვრალეში საკუთარი შვილი ღუმელში შესვა და ცოცხლად დაწვა.
გამოძიების ინფორმაციით, 24 წლის ქალი საკუთარ სახლში ძლიერ გამოთვრა, რა დროსაც მასთან ერთად სახლში მისი სამი შვილი იმყოფებოდა – ერთი 4 წლის, მეორე 3 წლის და მესამე სამი თვის ჩვილი ბიჭუნა იყო.
როდესაც ჩვილმა იტირა, დედამ ის ხელში აიყვანა, მაგრამ მისი დაჭერა ვერ შეძლო და ბავშვი ძირს დაუვარდა. ამის შემდეგ მან ვერაფერი მოიფიქრა მის გასაჩუმებლად და ბავშვი ცხელ ღუმელში შესვა, სადაც პატარა ცოცხლად დაიწვა. შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა დამწვარი ახალშობილის გვამი აღმოაჩინეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები