“ის ბედნიერი პატარა გოგონა იყო, რომელიც 10 წლამდე ველურ ბუნებაში ცხოვრობდა. ჩვენ სამნი ცხოველებთან ერთად ვცხოვრობდით და სხვა ადამიანებთან კონტაქტი არ გვქონდა.“
ტიპპის მშობლები დიდ ყურადღებას ანიჭებდნენ შვილის უსაფრთხოებას თუმცა, სურათებს რომ ნახავთ ამაში დაეჭვდებით.
„ფერმერთა უმრავლესობა დაობლებულ ცხოველებზე ზრუნავდა, ამიტომ ჩვენ მიჩვეულები ვიყავით, რომ ისინი ძალიან ახლოს მოდიოდნენ. ცხოველები მოშინაურდნენ და ადამიანებს ძალიან მიეჩვივნენ, ამიტომაც ტიპპის შეეძლო მათთან მიახლოება.“
ათი წლის შემდეგ ტიპპი მშობლებთან ერთად ნამიბიიდან პარიზში დაბრუნდა, მაგრამ აფრიკის ველურ ბუნებას მაინც დიდი ადგილი უჭირავს მის ცხოვრებაში. ის მას შემდეგ ექვსჯერ დაბრუნდა ამ არაჩვეულებრივ ადგილებში და „Discovery“-სთვის დოკუმენტური ფილმები გადაიღო.
ახლა კი ტიპპი ასე გამოიყურება