დედამიწიდან მთვარემდე – მარტოხელა მოხუცის და ლილის ამაღელვებელი საშობაო ისტორია (ვიდეო)
ბრიტანული კომპანია “ჯონ ლევისის” ნამუშევარი 2015 წლის საშობაო ვიდეორგოლებს შორის საუკეთესოდ აღიარეს. მან მთვარეზე მცხოვრები მარტოხელა მოხუცის და გოგონას ორიგინალური, საშობაო ისტორია გადაიღო.
სიუჟეტის თანახმად, ლილი საოჯახო ტელესკოპით მთვარეს აკვირდება, რა დროსაც მნათობზე პატარა სახლს შენიშნავს, სადაც მამაკაცი ცხოვრობს. მოხუცი უკაცრიელ მთვარეზე მარტოა. გოგონას ის ებრალება. ლილი პერიოდულად მამაკაცს წერილებს უგზავნის, რათა აგრძნობინოს, რომ დედამიწაზე მასზე ვიღაც ფიქრობს და ზრუნავს…
ვიდეორგოლის დამზადება 7 მილიონი ევრო დაჯდა. საუნდტრეკ Half the World Away-ს ნორვეგიელი მომღერალი ავრორა ასრულებს.
https://www.youtube.com/watch?v=wuz2ILq4UeA