რუსი მეცნიერების ცნობით, დედამიწას ახალი ასტეროიდი ემუქრება. მისი ჩამოვარდნის შემთხვევაში, აფეთქება უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ჩილიაბინსკის მეტეორის ჩამოვარდნა იყო.
მეცნიერები არკვევენ შეესაბამება თუ არა ეს ფაქტი სიმართლეს და როდის შეიძლება მოხდეს შეჯახება. პირველმა აღნიშნული ფაქტი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ტელესკოპით აღმოაჩინა.
„ამ წელს ეს უკვე მესამე ასტეროიდია, რომელიც აღმოვაჩინეთ. ამ ასტეროიდის დიამეტრი 370 მეტრია, ეს ცნობილ მეტეორზე აფოსზე უფრო დიდია. ახალი ასტეროიდი სამი პლანეტისთვის (ვენერა, დედამიწა, მარსი) საშიშ ტრაექტორიაში ჩაიქროლებს. ეს იმას ნიშნავს, რომ უახლოეს ათწლედში კოსმიური „სხეული“ ნებისმიერ პლანეტას შეიძლება შეეჯახოს”, აცხადებს პროფესორი.