დედამიწაზე უდუმბარა აყვავდა – ყვავილი, რომელიც 3 ათას წელში ერთხელ ყვავილობს

ბუდისტური ლეგენდის თანახმად, უდუმბარას ყვავილი 3 000 წელიწადში ერთხელ ყვავილობს. უკანასკნელად ის ბუდას დაბადებამდე აყვავდა. ბოლო ოცი წლის განმავლობაში კი მის ყვავილობას მთელ მსოფლიოში აკვირდებიან. ლეგენდის თანახმად, მისი ყვავილობა ბრძენის, განმანათლებლის დაბადებას მოასწავებს.

უდუმბარას პაწაწინა არომატული ყვავილი აქვს, რომელიც უთხელეს, მაგრამ საოცრად გამძლე ღეროზეა მიმაგრებული. ადამიანები,რომლებმაც მისი ყვავილობა აღმოაჩინეს, ამბობენ, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში არ ჭკნება და თუ მოიხარა, ღეროს ისევ შეუძლია გასწორდეს.

ის პირველად, 1997 წელს, სამხრეთკორეულ ტაძარში, ბუდას მოოქროვილი ქანდაკების შუბლზე მოყვავილე აღმოაჩინეს. ეს ჩინეთში ზეციურ მოვლენად შეფასდა, რაც საკმაოდ მოულოდნელია ჩინელებისგან, რადგან მათი უმეტესობა ათეისტია და იშვიათად სჯერათ ზეციური მოვლენების.

ბუდისტური ლეგენდის თანახმად, უდუმბარა მოასწავებს ზეციური მეფის დაბადებას, რომელიც მიიღებს ყველა რელიგიის ადამიანს და ყველას გულმხურვალედ შესთავაზებს გადარჩენას. ეს ყვავილი ზებუნებრივი ძალების სიმბოლოა.

ბუდისტებმა მისი აყვავება შეაფასეს ახალი ეპოქის ნიშნად.

უდუმბარა უკვე რამდენიმე ადგილას ყვავილობს. ისინი ფაქტობრივად ნიადაგის გარეშე ყვავილობენ. მაგალითად რამდენიმე უდუმბარა, რომელთა ღეროს სისქე ადამიანის თმის სისქეს არც აღემატება, სრულიად უბრალო, ლითონის მილზე მოყვავილე აღმოაჩინეს.

წყარო:http://presa.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები