დეკანოზი თადეოზ სარალიძე მიიჩნევს, რომ ქალი, რომელიც მოკლე კაბით ან შარვლით დადის, უნდა დაჯარიმდეს. ამის შესახებ სასულიერო პირმა ქადაგებისას განაცხადა.
“მოკლე კაბით დადის, შარვლით დადის, კაცო, დედაკაცი, თან ამ დროს მრევლია და მიზეზებს ეძებს. მე ბევრჯერ ვთქვი, რომ მოკლე კაბით უნდა დააშტრაფო, დააჯარიმო, ერთი ასი ლარი უნდა მიუვიდეს. შენი სხეული აჩვენე შენს ქმარს, აჩვენე, ვისთანაც უნდა დაწვე. რას აჩვენებ, რას აფიშირებ ამას და რატომ აკეთებ. ეს იწვევს დიდ საშინელებას”, – ამბობს დეკანოზი.