დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერიის ზედამხედველობის აპარატის ყოფილი უფროსი ჯოკია ბოდოკია, რომელიც გუშინ ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს, პარტია “თავისუფალი საქართველოს” თბილისის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელ დეა ადამიას საქმროა.
გავრცელებულ ამბავთან დაკავშირებით დეა ადამიას რამდენიმე კითხვით მივმართეთ.
– დეა, ჯოკია ბოდოკია მართლა შენი საქმროა?
– ჩვენ ერთად გადაღებულ სურათს მოჰყვა ჭორები…
– ანუ ბოდოკიას იცნობ, მაგრამ შენი საქმრო არაა?
– ამაზე შემიძლია გიპასუხოთ, მხოლოდ ერთი ამომწურავი პასუხი: ეს არის მორიგი შანტაჟი და ჭორნიუსი და თავდასხმა ჩემს
პიროვნებაზე, ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობიდან გამომდინარე!
– ბოდოკიას და შენ არაფერი გაკავშირებთ?
– ვიცნობ და ვმეგობროთ კიდევაც! ჩემს სამგეობრო წრეშია!
– განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გაქვთ და ეს თქვენს მეგობრობას ხელს არ უშლის?
– არანაირად. ყველას აქვს თავისი არჩევანი და პოლიტიკური ხედვა.
– დიდი ხანია, მეგობრობთ?
– მოგეხსენებათ ვმუშაობდი ერთ-ერთ ტელევიზიაში. გადაცემა ”ებრაული ეთნოსის” პროდიუსერი და ტელეწამყვანი გახლდით. ჩვენი პირველი შეხვედრა და გაცნობა მოხდა ბოლო მერის საარჩევნო შეხვედრებზე. მე როგორც ჟურნალისტი, ვიღებდი ინტერვიუს. მას მერე ვმეგობრობთ. ჩემს თვალში ჯოკია ბოდოკია უპატიოსნესი ადამიანია! კარგი პიროვნებაა, განათლებული, ღვთისმოშიში, კარგი ოჯახის შვილია, პედაგოგი დედის აღზრდილი! ეს არის მისი ოჯახის ტრაგედია, ასევე ახლო მეგობრების! მაგრამ იმედია, ყველაფერი გაირკვევა, მიმდინარეობს გამოძიება. სხვა მე მეტი არაფერი ამ საკითხზე ინფორმაცია არ გამაჩნია.
– ჯოკია ბოდოკიასთან ერთად გადაღებულ ფოტოზე მესამე გოგო ვინაა?
– ჩვენი საერთო მეგობარი. დაოჯახებულია!
წყარო: რეიტინგი