„დაცემული ანგელოზი“ – Victoria’s Secret-ის მოდელი პოდიუმზე წაიქცა (ფოტოკოლაჟი+ვიდეო)

ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე ინციდენტი მოხდა. Victoria’s Secret-ის ერთ-ერთი “ანგელოზი” ქენდის სვეინპოლი პოდიუმზე გამოსვლისას წაიქცა. 26 წლის სამხრეთ აფრიკელი მოდელის დეფილეზე დაცემის მიზეზი, მოუხერხებელი ფეხსაცმელი გახდა, რომელიც მას ჩვენების დროს ეცვა. პროფესიონალ მოდელს წამოდგომაში ჩვენების დამსწრე მაყურებლები დაეხმარნენ. მომხდარის გამო ქენდის სვეინპოლს მუხლი დაუზიანდა, თუმცა ადგომისას მან აუდიტორიას გაუღიმა და გამოსვლა ბოლომდე დაასრულა. ნიუ-იორკში გამართულ ჩვენებაზე  Givenchy SS16-ის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია იყო წარმოდგენილი.

1 2 3 4 4-1 5 6 7 8 9 10 11 12 13

კომენტარები

სხვა სიახლეები