„ნინი ნებიერიძე მეუღლეს – მილიონერ თემურ უგულავას დაშორდა“, – ეს ინფორმაცია ინტერნეტსივრცეში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, თუმცა მალევე თავად მოდელმა უარყო.
ჭორის გამავრცელებელი მედიასაშუალება წერდა, რომ თემურ უგულავა ნინი ნებიერიძეს ქეთათო ჩარკვიანის გამო დაშორდა. ამან ნინი ძალიან გააბრაზა და პასუხად დაწერა, რომ ამას ვერ ეღირსებოდნენ და მეუღლესთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
„არც გვიფიქრია“, – დაწერა ნინი ნებიერიძემ მეუღლესთან დაშორების შესახებ გავრცელებული ჭორის საპასუხოდ.
სხვა სიახლეები