გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი სპეცრაზმელი, 42 წლის ვანო გოლოშვილია. იგი 42 წლის 9 დეკემბერს გახდებოდა.
როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში გარდაცვლილის ნათესავებმა განაცხადეს, გოლოშვილი დუშეთიდან არის, სოფელ მილისწყაროდან. მას 28 წლის მეუღლე, თამუნა ხელაია და 2 შვილი დარჩა – 3 წლის გიორგი და 5 წლის მარიამი.
“30 ნოემბერს მარიამის დაბადების დღეა, აღსანიშნავად ემზადებოდნენ…” – ამბობს გარდაცვლილის ბიძაშვილი.
ოჯახის შემოსავლის წყარო ვანო გოლოშვილის ხელფასი იყო. დაღუპულის ოჯახს თბილისში ბინა არ აქვს. როგორც ცნობილია, გოლოშვილები დედაქალაქში ქირით ცხოვრობდნენ.
გოლოშვილის ნათესავებმა ჯერ-ჯერობით, არ იციან, როდის და სად დაკრძალავენ გარდაცვლილ სპეცრაზმელს.
ვანო გოლოშვილი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს მძიმედ დაიჭრა, ის ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, დაჭრილ სპეცრაზმელს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
წყარო:http://www.ambebi.ge