დაღესტანში 3 წლის ბავშვმა დედა მოკლა

დაღესტნის ქალაქ კასპიისკში, შვილმა დედა სანადირო თოფით მოკლა. ქალი ადგილზევე გარდაიცვალა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ სამართალდამცველებზე დაყრდნობით იუწყება. „პირველადი მონაცემებით, კასპიისკში, 3 წლის ბავშვმა მოკლა ქალი, რომელიც მისი დედა იყო. გასროლა სანადირო თოფიდან მოხდა. მიღებული ჭრილობებისგან იგი ადგილზე დაიღუპა.“
ადგილობრივი სამართალდამცველები მომხდარის გარემოებებს ადგენენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები