დაქორწინდა თუ არა ირაკლი კაკაბაძე და ვინ არის მისი რჩეული

მწერალი და უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე ფეისბუქის პირად გვერდზე მისი ქორწინების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, პოსტს აქვეყნებს.
“მოკლედ, დღეს კიდევ დამირეკა პრესის წარმომადგენელმა და მკითხა ერთ-ერთ ჩემს ძალიან ძვირფას ადამიანზე, რომ გავიგეთ, ცოლად მოიყვანეთ და ხომ არ დაგვიდასტურებთო. მინდა აქვე ოფიციალურად განვაცხადო: მე 2012 წლიდან არ ვარ ქორწინებაში არავისთან. ბავშვს ვუვლი უბრალოდ, როგორც მამა. ცოლი, როგორც ასეთი, არ მყოლია და თუ მოვიყვან, აუცილებლად გაიგებს ყველა, ეს არ იქნება ფარული აქტი. 2012 წლის 29 ივნისიდან ვარ ცოლის გარეშე და თუ დავქორწინდი, აუცილებლად გაგაგებინებთ.
ძალიან გთხოვთ, ამ შეკითხვით ნუ მომმართავთ, მე თვითონ გამოვააშკარავებ, თუ დავაპირებ ქორწინებას. ამჟამად მაქვს რომანტიკული ურთიერთობა უცხოელ პოეტ ქალთან, რომელიც არაჩვეულებრივი პოეტია და თუ დავაპირე დაქორწინება,შეგატყობინებთ. მადლობა”.

კომენტარები

სხვა სიახლეები