დაქირავებული მკვლელები “ქართულ მაფიაზე” შურისძიებისთვის ნარკოტიკებზე კონტროლის მოსაპოვებლად – რა მოხდა ისრაელში

პორტალ maco-ს ინფორმაციით, ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, “რუსული მაფიის” მეთაური, მიხაილ ტანსკი დააკავეს.

როგორც სააგენტო წერს, ტანსკი “რუსული მაფიის” სხვა წევრებსა და დაქირავებულ მკვლელებთან ერთად დააკავეს, ჯამურად, 6 პირი. მათგან 3 უკრაინის მოქალაქეა.

როგორც ირკვევა, ტანსკიმ ისრაელში უკრაინელი მკვლელები დაიქირავა. სააგენტოს ინფორმაციით, რუსებმა უკრაინელი ქილერები ქართველი კონკურენტების ჩამოსაშორებლად დაიქირავეს.

საქმე ისაა, რომ აშდოდში ნარკოტიკების ბიზნესს  “ქართული მაფია” აკონტროლებს. რუსებმა კი მათი ბიზნესის ხელში ჩაგდება მოინდომეს.

საგენტოს ადგილობრივი წყაროს ინფორმაციით, რუსულმა სინდიკატმა ქართველი განგსტერების წინააღმდეგ ბრძოლა წამოიწყეს. ორივე მხარე შეიარაღებულია, ცივი იარაღებით, ცეცხლსასროლი იარაღებით, ასაფეთქებელი საშუალებებითა და სხვა საბრძოლო ნივთებით.

წყარო:mignews.com

კომენტარები

სხვა სიახლეები