“2 წლის წინ ძალიან ბედნიერი ვიყავი. ყველაფერს ფერად ფერებში ვხედავდი. მე და ნიკას ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა, მაგრამ ჩემი ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა. გოგონა, რომელიც ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო და რომელთან ერთადაც თითქმის მთელი ცხოვრება მაქვს გატარებული, უხეშად რომ ვთქვათ “ბიჭი ამახია”. ტკივილის განცდა დღემდე მახრჩობს, მაგრამ ცხოვრება გავაგრძელე.
მე და ნიკამ ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიიცანით, თავიდან როგორც ხდება ხოლმე, ვმეგობრობდით, მაგრამ შემდეგ უკვე ორივე მივხვდით, რომ ჩვენს შორის მეგობრობაზე მეტი იყო. თითქმის ყოველდღე მეგობრებთან ერთად დავდიოდით, ვერთობოდით, ცხოვრებას ვიხალისებდით. მათ შორის იყო ჩემი მეგობარი თაკოც. მე და ნიკა ერთმანეთს წელიწადნახევარი ვხვდებოდით. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ბავშვობის მეგობარი ასე მიღალატებდა და გამწირავდა. არც ერთი წამი არ მიეჭვიანია, რომ ისინი ერთად შეიძლებოდა ყოფილიყვნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ 5 თვე ჩემს ჩუმად ერთმანეთს ხვდებოდნენ. ამის შესახებ კი ჩვენი საერთო მეგობრისგან გავიგე, რომელმაც ერთ დღეს ჩემთან საუბარი მოინდომა. სამსახურის შემდეგ მას სახლში ავაკითხე და მკაცრი სახით მითხრა, რომ მას ჩემთან სალაპარაკო ჰქონდა, მაგრამ მე მხოლოდ ეს წინადადება გავიგე “ნიკა და თაკო ერთად არიან”, თითქმის მთელი საღამო მესაუბრა, თუმცა მე არაფერი მესმოდა.
არც ერთი წამი არ მინდა ეს ტკივილი ვინმემ განიცადოს. ორი საყვარელი ადამიანის ერთდროულად დაკარგვა საშინელებაა, თუმცა ცხოვრება გრძელდება. ლამაზი ცხოვრება ნიკასთვის და თაკოსთვისაც გრძელდება, დღეს ისინი ცოლ-ქმარი არიან, თუმცა მე მაინც ვფიქრობ რომ სხვის უბედურებაზე აგებული ბედნიერება დიდხანს არ გრძელდება, მაგრამ უფალი ფარავდეთ მთელი ცხოვრება.”
წყარო:http://life.mediamall.ge/?id=138871