„დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი“ მიძღვნილ კვირეულს მაკა ჩიჩუა შვილთან – თემო მარგველაშვილთან ერთად დაესწრო (ფოტო)

„ექსპო ჯორჯიაში“ „დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი“ მიძღვნილი კვირეული ოფიციალურად გაიხსნა. კვირეულზე წარმოდგენილია ფოტოგამოფენა ,,ჩემი მეგობარი“, სადაც დამთვალიერებლებს პროფესიონალი ფოტოხელოვანების მიერ გადაღებული ფოტოების ნახვა შეუძლიათ.
2016 წელს „დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის სლოგანია“: „ჩემი მეგობრები – ჩემი გარემოცვა“.

კვირეულის გახსნას საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა შვილთან – თემო მარგველაშვილთან ერთად დაესწრო.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, კვირეულის ფარგლებში ასევე იგეგმება:

15 მარტი, 18:00 – დისკუსია თემაზე „დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა გამოწვევები დღევანდელ საქართველოში“. ვაკის მედიათეკა, ვაკის პარკი.
18 მარტი, 11:00 – კონფერენცია „დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა გამოწვევები დღევანდელ საქართველოში“. იუსტიციის სასწავლო ცენტრი, სანდრო ეულის 3ა.
19 მარტი, 18:00 – პერფორმანსი – „მეგობART”. დ. შევარდნაძის ეროვნული გალერეა.
21 მარტი, 12:00 – მსვლელობა ვაკის პარკიდან თსუ-ს პირველ კორპუსამდე.
21 მარტი, 19:00 – სპექტაკლი „პატარა უფლისწული“. მოძრაობის თეატრი, მუშთაიდის ბაღი.

1930547_10153325383971962_8464819924480362776_n

10456267_1154049804628571_2418050397387069274_n

კომენტარები

სხვა სიახლეები