დაუგეგმავი მოქმედებები და არასასურველი შედეგები – მარსი-ნეპტუნის კვადრატის გავლენა 2024 წლის 4 იანვრის ჩათვლით გასტანს

ასტროლოგი, რამაზ გიგაური მარსი-ნეპტუნის კვადრატის შესახებ წერის. ეს მდებარეობა 23 დეკემბრიდან გააქტიურდება და 4 იანვრის ჩათვლით გასტანს:
“მარსი-ნეპტუნის კვადრატი:
დაუგეგმავი მოქმედებები და არასასურველი შედეგები
/© რამაზ გიგაური/
> მარსი (მოქმედება) > კვადრატი (კონფლიქტი) > ნეპტუნი (ილუზია)
23 დეკემბრიდან გააქტიურდება მარსი-ნეპტუნის კვადრატი და მისი გავლენა 2024 წლის 4 იანვრის ჩათვლით გასტანს.
ეს დესტრუქციული ასპექტია, რომელიც ადამიანებში ააქტიურებს ილუზიურ მიდრეკილებებს, განსაკუთრებით მოქმედებების დროს. ამიტომ ამ პერიოდში ყველა ის მოქმედება, რომელიც მომავლის ფორმირებას და სერიოზულ ცვლილებას უკავშირდება, კარგად უნდა იქნას გათვლილი.
ხშირად ადამიანი თითქოს ილუზიურად მოქმედებს და ვერ იაზრებს, თუ რატომ გააკეთა ეს – რაც გააკეთა. რატომ უნდოდა, რაში სჭირდებოდა. ადამიანი ცდილობს თავის თავს დააჯეროს ის, რაც არარეალურია და თითქოს „უნდა, რომ ასე იყოს“.
ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს პასუხისმგებლობიდან გაქცევის და დამდგარი შედეგის სხვებზე გადაბრალების სურვილიც. ზოგჯერ კი ეს პირიქით, რადიკალურად იცვლება და ადამიანი მსხვერპლად ეწირება რაიმეს იდეას, სიტუაციას, სხვა ადამიანს.
იქიდან გამომდინარე, რომ ნეპტუნი – ნეგატიური გამოვლენით ეს არის ილუზია, ტყუილი, ამ პერიოდში მატულობს შეცდომების დაშვების და მოტყუების ალბათობა. ამიტომ მიღებული ინფორმაცია შეძლებისდაგვარად უნდა გადავამოწმოთ. ეს ეხება არა მხოლოდ ყოველდღიურ ცხოვრებას, არამედ გრძელვადიან შეთანხმებებსაც.
რა უნდა გაკეთდეს?
* პირველ რიგში საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი ცვლილების წინასწარ კარგად დაგეგმვა, კონკრეტული გეგმების შემუშავება და ყველა დეტალის შეძლებისდაგვარად კარგად გათვლა.
უნდა მოხდეს ორი პოზიციის ურთიერთშეჯერება:
1. „მე რა მინდა, როგორ მინდა იყოს“ და
2. „რეალურად რა ხდება, კონკრეტულად რა რეალობა არის ფორმირებული ჩემს წინ“.
* თავიდან უნდა ავირიდოთ მნიშვნელოვანი საკითხების და ადამიანების მიმართ ფანატიკური მიდგომა. არ „ჩავიციკლოთ“ რაიმეზე და შევძლოთ სიტუაციების თუ ურთიერთობის გვერდიდან (ობიექტურად) დანახვა.
* გადავამოწმოთ ინფორმაცია და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.” – წერს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები