დატოვებენ თუ არა ლელა მებურიშვილი და ეკა ამირეჯიბი „ჩემი ცოლის დაქალებს“

სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” პროდუსერმა მიშა მშვილდაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან ლელა მებურიშვილისა და ეკა ამირეჯიბის ტელეიმედში გადასვლის ფაქტს არასასიამოვნო უწოდა.
ამის შესახებ მშვილდაძეს გაზეთი „პრაიმტაიმი“ ესაუბრა. მშვილდაძის შეფასებით, „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებისთვის კონკურენტ არხზე გადასვლა კარგი არ არის. “ფაქტი თავისთავად სასიამოვნო არ არის. კონკურენტ არხზე გადასვლა არ არის კარგი “რუსთავი 2”-ის თანამშრომლებისთვის“, – აღნიშნა მშვილდაძემ და დასძინა, რომ დარჩებიან თუ არა ისინი სერიალში, აღნიშნული საკითხი ჯერ განხილვის პროცესშია.
სერიალში დარჩენას ადასტურებს თავად მსახიობი ლელა მებურიშვილი და ამბობს, რომ მას ტელეწამყვანობა სერიალში თამაშისას ხელს არ შეუშლის. შეგახსენებთ, რომ “ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობი ლელა მებურიშვილი იგივე კატო, ტელეკომპანია „იმედის“ „შუადღის“ წამყვანი გახდა. ამავე გადაცემაში, კვირაში ერთი დღე, მაყურებელს სერიალის კიდევ ერთი მსახიობი ეკა ამირეჯიბი მიესალმება.

კომენტარები

სხვა სიახლეები