დასუფთავების სამსახურის ყველაზე უმცროსი თანამშრომელი: “სათაკილო, მუშაობაზე უარის თქმაა“

 

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ფეისბუქის პირად გვერდზე თბილისის დასუფთავების სამსახურში მომუშავე 17 წლის დათო ერაძის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ის ამ დაწესებულების ყველაზე უმცოსი თანამშრომელია. დათო შინდისიდან არის. მას სულ არ რცხვენია დასუფთავების სამსახურში მუშაობა და ამბობს, რომ სათაკილო, სწორედ მუშაობაზე უარის თქმაა.

“ეს 17 წლის დათო ერაძეა.6 თვეა თბილისის დასუფთავების სამსახურში მუშაობს. ის ამ დაწესებულების ყველაზე უმცოსი თანამშრომელია.

დათო შინდისიდან არის. მას სულ არ რცხვენია დასუფთავების სამსახურში მუშაობა და ამბობს, რომ სათაკილო სწორედ მუშაობაზე უარის თქმაა.

მას უნდა, ფული იშოვოს, რათა სწავლა დაიფინანსოს და საყოფაცხოვრებო პირობები გაიუმჯობესოს.ყოჩაღ, დათო!დიდი მადლობა“,- წერს ჩანადირი.

12195794_793902474070685_1615497678007738920_n

კომენტარები

სხვა სიახლეები