დასავლეთ მიდლენდსში 2 თვის ჩვილის მკვლელობაში დედა დამნაშავედ ცნეს

ზარა არსალანი — 2 თვის შვილის, ჰარლინის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. გადაწყვეტილება ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს და დაადგინეს, რომ ჩვილის სიკვდილი განზრახ ძალადობრივი ქმედების შედეგი იყო.

შემთხვევა 2020 წლის 23 ივლისს, ინგლისის ქალაქ უესტ ბრომვიჩში მოხდა. სასწრაფო დახმარების სამსახურში შეტყობინება შევიდა, რომ ჩვილი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. თავდაპირველად გავრცელდა ვერსია, თითქოს ბავშვი დედის კალთიდან ჩამოვარდა, თუმცა ადგილზე მისულმა მედიკოსებმა მძიმე თავის ტრავმა და სუნთქვის გაძნელება დააფიქსირეს.

ჰარლინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მიღებული დაზიანებების გამო მეორე დღეს გარდაიცვალა.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა ქალა-ტვინის მრავლობითი დაზიანება და მოტეხილობები, ტვინის სისხლჩაქცევა, ნეკნების მოტეხილობები და ლავიწის ძვლის დაზიანება. სპეციალისტების დასკვნით, მსგავსი ტრავმები მყარ ზედაპირზე ძლიერი ზემოქმედების შედეგად ვითარდება და ჩვეულებრივი ვარდნით ვერ აიხსნება. ასევე აღინიშნა, რომ  მას დაზიანებები მიღებული ჰქონდა ძლიერი შენჯღრევის შედეგადაც.

დასავლეთ მიდლენდსის პოლიციის მკვლელობების განყოფილების მთავარმა დეტექტივმა ინსპექტორმა ფილ პულმა განაცხადა, რომ საქმე ეხებოდა „საზარელ და სრულიად გაუმართლებელ ძალადობას დაუცველი ჩვილის მიმართ“ და აღნიშნა, რომ მიღებული დაზიანებები აშკარად მიუთითებდა განზრახ და განმეორებით ზემოქმედებაზე.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ზარა არსალანი 29 წლისაა. გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობით, მკვლელობაში მსჯავრდებულს  უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ხოლო მოსამართლე განსაზღვრავს მინიმალურ ვადას, რომლის შემდეგაც შესაძლებელია პირობითი გათავისუფლების საკითხის განხილვა. საბოლოო სასჯელი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

მომხდარის მოტივთან დაკავშირებით ოფიციალური უწყებები დეტალებს არ ასაჯაროებენ. სასამართლოში წარმოდგენილი მასალებით, დანაშაულის შესაძლო წინაპირობად ოჯახური გარემო და ძალადობრივი ქცევის ნიშნები განიხილებოდა,

წყარო – The Mirror

კომენტარები

სხვა სიახლეები