“დარწმუნებული ვარ, გაქცევისთვის ემზადებოდა რამდენიმე კვირით ადრე” – სვანეთში დაკარგული მოზარდის მამა

სვანეთში დაკარგულ 13 წლის ილია ფილფანს რამდენიმე დღეა, ეძებენ. მოზარდის მამამ, დავით ფილფანმა განაცხადა, რომ მას და მის შვილს გარკვეული უთანხმოება მოუვიდათ. ის ასევე დარწმუნებულია, რომ ილია ფილფანი გაქცევისთვის ემზადებოდა:

„დარწმუნებული ვარ, რომ გაქცევისთვის ემზადებოდა რამდენიმე კვირით ადრე. აგროვებდა ფულს და იყო ისეთი დეტალები, რაც ამას მაფიქრებინებს.

ჩვენ ზამთარში ჩამოვედით და პანდემიის გამო მოგვიწია აქ დარჩენა. გარდატეხის ასაკი აქვს, არ ჰყავს აქ მეგობრები, ვერ საუბრობს ქართულად და არ ჰყოფნიდა ზრუნვა.

გვქონდა პატარა, ცხოვრებისეული კონფლიქტები. წინა დღეს, სანამ გავიდოდა  სახლიდან, რაღაცაზე ვიკამათეთ. უკვე ამ დროს, ვფიქრობ, გადაწყვეტილი ჰქონდა წასვლა. 18-ში, როგორც კი სახლიდან გავიდა, მაშინვე მოვიკითხე და რომ გავიგე, სახლიდან გავიდა, მაშინვე გავყევი,  თუმცა ვერ მივაგენი ვერსად“, – ამბობს დავით ფილფანი.

კომენტარები

სხვა სიახლეები