“დარჩით სახლში იყავით უსაფრთხოდ” – ჯარედ ლეტომ პანდემიის შესახებ ახლახანს გაიგო

მომღერალი და მსახიობი ჯარედ ლეტო უდაბნოში 12-დღიან იზოლაციაში მედიტაციისთვის იმყოფებოდა და მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის შესახებ არანაირ ინფორმაციას ფლობდა. მედიტაციის დროს მას არც ინტერნეტი, არც ტელეფონი და არც სხვა რაიმე საკომუნიკაციო საშუალება ჰქონდა. მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებზე მან გუშინ გაიგო.

როგორც მომღერალმა ტვიტერში დაპოსტა გამოსულს სრულიად შეცვლილი სამყარო დახვდა.

“ ოჰო. 12 დღის წინ მდუმარე მედიტაცია დავიწყე უდაბნოში. სრულ იზოლაციაში ვიყავი. არანაირი ტრლეფონი, არანაირი კომუნიკაცია. წარმოდგენა არ გვქონდა რა ხდებოდა შენობის გარეთ.
გუშინ კი სრულიად განსხვავებულ სამყაროში გამოვედი, რომელიც სამუდამოდ შეიცვალა. დაბნეული ვარ – არ ვიცი რა ვთქვა. მირეკავდნენ და მწერდნენ ოჯახის წევრები, ახლობლები მთელი მსოფლიოდან და მატყობინებდნენ თუ რა ხდებოდა მსოფლიოში.

იმედი მაქვს თქვენც და თქვენიანებიც კარგად ხართ. გიგზავნით პოზიტიურ ენერგიას ყველას.

დარჩი სახლში, იყავი უსაფრთხოდ”, – წერს “30 second to mars”-ის სოლისტი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები