ჯეიმზ ვულფი – ასე ერქვა “X ფაქტორის” ერთ-ერთ მონაწილეს, რომელმაც დღეს ფილარმონიის სცენაზე გამოჩენისთანავე მონუსხა დამსწრე საზოგადოება და მხოლოდ თავისი ფსევდენომის დასახელებით შემოიფარგლა. მისი სიმღერით კი გაგიკვირდებათ და თვით გიორგი გაბუნიაც კი მოიხიბლა.
გიორგი გაბუნია: ბრავო!
თამთა გოდუაძე: ეგზოტიკურ ხარ და ეს ძალიან მომწონს.
სოფო ნიჟარაძე: ღიმილებზე გვეტყობა როგორი მოხიბლულები ვართ.
საბოლოო ჯამში მგელმა ოთხი დადებითი პასუხი მიიღო.
ანრი: ჯეიმზ, თამთა ყველა თემაზე კის გეტყვის…
ჯოხაძის ამ რეპლიკამ თამთა უხერხულ მდგმარეობაში ჩააგდო, გაღიზიანება კალმის სროლით გამოხატა. მათი უთანხმოება მაგიდის ქვეშ გაგრძელდა. ანრი წელში გასწორდა თუ არა მოულოდნელად წამოიძახა:
– თამთამ მითხრა ძალიან მაგარი გაქვსო!